იესო ნავეს ძე 22:31
30. გაიგონეს და მოიწონეს ფინხას მღვდელმა, საზოგადოების თავკაცებმა და ისრაელის ათასეულთა მეთაურებმა, მას რომ ახლდნენ, რეუბენიანთა, გადიანთა და მენაშეანთა ნათქვამი სიტყვები.31. უთხრა ფინხას ელეაზარის ძემ, მღვდელმა, რეუბენიანებს, გადიანებს და მენაშეანებს: დღეს გავიგეთ, რომ ჩვენს შორისაა უფალი, რომ არ გიმტყუნებიათ უფლისათვის. თქვენ იხსენით ისრაელი უფლის ხელიდან.32. გაბრუნდნენ ფინხას ელეაზარის ძე, მღვდელი, და თავკაცები რეუბენიანთაგან და გადიანთაგან - გალაადის ქვეყნიდან ქანაანის ქვეყნისაკენ, და მოუტანეს ამბავი ისრაელიანებს.
იესო ნავეს ძე თავი 22