იესო ნავეს ძე 22:8
7. მენაშეს შტოს ნახევრისთვის ბაშანში ჰქონდა მოსეს მიცემული სამკვიდრო; მეორე ნახევარს იესომ მისცა მათი ძმების გვერდით, იორდანეს გაღმა, დასავლეთით. ისინიც დალოცა იესომ, როცა თავ-თავიანთ კრვებში ისტუმრებდა მათ.8. ასე უთხრა მას: დიდი ქონებით ბრუნდებით თქვენთქვენს კარვებში, დიდძალი პირუტყვით, ოქრო-ვერცხლით, სპილენძით, რკინით, დიდძალი სამოსელით. გაუნაწილეთ მტრისგან აღებული ნადავლი თქვენს ძმებს.9. გაბრუნდნენ რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს ნახევარი შტო ისრაელიანთაგან სილოამიდან, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, და წავიდნენ გალაადის ქვეყანაში, თავიანთ წილხვედრილ ქვეყანაში, სადაც უნდა დასახლებულიყვნენ უფლის ბრძანებით, მოსემ რომ ამცნო მათ.
იესო ნავეს ძე თავი 22