იესო ნავეს ძე 22:9
8. ასე უთხრა მას: დიდი ქონებით ბრუნდებით თქვენთქვენს კარვებში, დიდძალი პირუტყვით, ოქრო-ვერცხლით, სპილენძით, რკინით, დიდძალი სამოსელით. გაუნაწილეთ მტრისგან აღებული ნადავლი თქვენს ძმებს.9. გაბრუნდნენ რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს ნახევარი შტო ისრაელიანთაგან სილოამიდან, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, და წავიდნენ გალაადის ქვეყანაში, თავიანთ წილხვედრილ ქვეყანაში, სადაც უნდა დასახლებულიყვნენ უფლის ბრძანებით, მოსემ რომ ამცნო მათ.10. მიადგნენ იორდანეს სანახებს ქანაანის ქვეყანაში და ააშენეს იქ რეუბენიანებმა, გადიანებმა და მენაშეს შტოს ნახევარმა სამსხვერპლო იორდანესთან, დიდი სამსხვერპლო გამოსაჩენად.
იესო ნავეს ძე თავი 22