იესო ნავეს ძე 4:10
9. ასევე თორმეტი ქვა დააწყობინა იესომ იორდანეს შუაგულში იმ ადგილას, სადაც ფეხი ედგათ უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველ მღვდლებს. დღემდე იქ აწყვია ის ქვები.10. უფლის კიდობნის მტვირთველი მღვდლები იორდანეს შუაგულში იდგნენ, ვიდრე ყველაფერი არ შესრულდა, რაც უფალმა უბრძანა იესოს ხალხისათვის სათქმელად, როგორც უანდერძა მოსემ იესოს. ხალხი აჩქარებით გადიოდა გაღმა.11. როცა გადავიდა მთელი ხალხი, გადავიდნენ უფლის კიდობანი და მღვდლები ხალხის თვალწინ.
იესო ნავეს ძე თავი 4