იესო ნავეს ძე 4:9
8. ასე მოიქცნენ ისრაელიანები, როგორც უბრძანა მაი იესომ: აკრიბეს თორმეტი ქვა იორდანეს შუაგულიდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს იესოსთვის, ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით, და გავიდნენ ამ ქვებიანად, გაღმა, სათევში, და იქ დააწყვეს.9. ასევე თორმეტი ქვა დააწყობინა იესომ იორდანეს შუაგულში იმ ადგილას, სადაც ფეხი ედგათ უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველ მღვდლებს. დღემდე იქ აწყვია ის ქვები.10. უფლის კიდობნის მტვირთველი მღვდლები იორდანეს შუაგულში იდგნენ, ვიდრე ყველაფერი არ შესრულდა, რაც უფალმა უბრძანა იესოს ხალხისათვის სათქმელად, როგორც უანდერძა მოსემ იესოს. ხალხი აჩქარებით გადიოდა გაღმა.
იესო ნავეს ძე თავი 4