იესო ნავეს ძე 4:8
7. მიუგეთ: იორდანეს წყლები რომ გაიპო-თქო უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე; როცა იორდანეს გაღმა გადადიოდა ერი, გაიპო-თქო იორდანეს წყლები. სამახსოვროდ ჰქონდეთ ეს ქვები ისრაელიანებს უკუნისამდე.8. ასე მოიქცნენ ისრაელიანები, როგორც უბრძანა მაი იესომ: აკრიბეს თორმეტი ქვა იორდანეს შუაგულიდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს იესოსთვის, ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით, და გავიდნენ ამ ქვებიანად, გაღმა, სათევში, და იქ დააწყვეს.9. ასევე თორმეტი ქვა დააწყობინა იესომ იორდანეს შუაგულში იმ ადგილას, სადაც ფეხი ედგათ უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველ მღვდლებს. დღემდე იქ აწყვია ის ქვები.
იესო ნავეს ძე თავი 4