იესო ნავეს ძე 6:18
17. უფლისათვის უნდა იქნას დარისხებული ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია; მხოლოდ მეძავი რახაბი და ყველა, ვინც მასთან ერთად არის მის სახლში, უნდა გადარჩნენ, რადგან ჩვენი მიგზავნილი მსტოვრები დამალა.18. ოღონდ თქვენ ერიდეთ დარისხებულს, რომ თავადაც არ გახდეთ დარისხებული. არაფერი აიღოთ დარისხებულიდან, რომ შეჩვენებას არ მისცეთ ისრაელის ბანაკი და უბედურება არ დაატეხოთ თავზე.19. მთელი ოქრო-ვერცხლი, სპილენძისა და რკინის ჭურჭელი უფლის სიწმიდე უნდა იყოს, უფლის საგანძურში უნდა შევიდეს.
იესო ნავეს ძე თავი 6