იესო ნავეს ძე 6:19
18. ოღონდ თქვენ ერიდეთ დარისხებულს, რომ თავადაც არ გახდეთ დარისხებული. არაფერი აიღოთ დარისხებულიდან, რომ შეჩვენებას არ მისცეთ ისრაელის ბანაკი და უბედურება არ დაატეხოთ თავზე.19. მთელი ოქრო-ვერცხლი, სპილენძისა და რკინის ჭურჭელი უფლის სიწმიდე უნდა იყოს, უფლის საგანძურში უნდა შევიდეს.20. ახმაურდა ხალხი და დააყვირეს ბუკებიც. როგორც კი ხალხს ბუკის ხმა მოესმა, დასცა ხალხმა დიდი ყიჟინა და ადგილზევე ჩამოიქცა კედლები. ავიდა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი გზით, და აიღეს ქალაქი.
იესო ნავეს ძე თავი 6