იესო ნავეს ძე 6:7
6. დაიბარა იესო ნავეს ძემ მღვდლები და უთხრა მათ: წაიღეთ აღთქმის კიდობანი, შვიდმა მღვდელმა კი ვერძის რქის შვიდი ბუკით ხელში იაროს კიდობნის წინ.7. უთხრა ერს: წადით და გარს შემოუარეთ ქალაქს, იარაღდასხმულებმა უფლის კიდობნის წინ იარონ.8. როგორც კი ეს უთხრა ერს იესომ, ბუკსა სცა შვიდმა მღვდელმა, რომელთაც უფლის წინ მიჰქონდათ ვერძის რქის შვიდი ბუკი. უფლის აღთქმის კიდობანი უკან მიჰყვებოდა მათ.
იესო ნავეს ძე თავი 6