იესო ნავეს ძე 6:8
7. უთხრა ერს: წადით და გარს შემოუარეთ ქალაქს, იარაღდასხმულებმა უფლის კიდობნის წინ იარონ.8. როგორც კი ეს უთხრა ერს იესომ, ბუკსა სცა შვიდმა მღვდელმა, რომელთაც უფლის წინ მიჰქონდათ ვერძის რქის შვიდი ბუკი. უფლის აღთქმის კიდობანი უკან მიჰყვებოდა მათ.9. იარაღასხმულნი წინ უძღოდნენ მღვდლებს, რომელნიც ბუკებს აყვირებდნენ, ხოლო უკანანი მისდევდნენ კიდობანს და გზადაგზა ბუკებს აყვირებდნენ.
იესო ნავეს ძე თავი 6