იესო ნავეს ძე 6:9
8. როგორც კი ეს უთხრა ერს იესომ, ბუკსა სცა შვიდმა მღვდელმა, რომელთაც უფლის წინ მიჰქონდათ ვერძის რქის შვიდი ბუკი. უფლის აღთქმის კიდობანი უკან მიჰყვებოდა მათ.9. იარაღასხმულნი წინ უძღოდნენ მღვდლებს, რომელნიც ბუკებს აყვირებდნენ, ხოლო უკანანი მისდევდნენ კიდობანს და გზადაგზა ბუკებს აყვირებდნენ.10. ხალხს ასე უბრძანა იესომ: ნუ დასცემთ ყიჟინას და ხმას ნუ გაიღებთ, სიტყვა არ დაგცდეთ ბაგიდან იმ დღემდე, ვიდრე არ გეტყვით, დაეცით-მეთქი ყიჟინა და თქვენც დასცემთ ყიჟინას.
იესო ნავეს ძე თავი 6