იესო ნავეს ძე 7:5
4. წავიდა ხალხიდან სამიათასამდე კაცი, მაგრამ უკუექცნენ ჰაღაის ხალხს.5. დახოცეს მათგან ჰაღაიელებმა ოცდათექვსმეტამდე კაცი და დაედევნენ კარიბჭიდან შებარიმამდე და გაწყვიტეს ისინი ფერდობზე. შედრკა მათი გული, წყალივით გახდა.6. შემოიხია იესომ სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ და ასე იყვნენ საღამომდე ის და ისრაელის უხუცესობა; თავზე მტვერი დაიყარეს.
იესო ნავეს ძე თავი 7