იესო ნავეს ძე 7:6
5. დახოცეს მათგან ჰაღაიელებმა ოცდათექვსმეტამდე კაცი და დაედევნენ კარიბჭიდან შებარიმამდე და გაწყვიტეს ისინი ფერდობზე. შედრკა მათი გული, წყალივით გახდა.6. შემოიხია იესომ სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ და ასე იყვნენ საღამომდე ის და ისრაელის უხუცესობა; თავზე მტვერი დაიყარეს.7. თქვა იესომ: ეჰა, უფალო ღმერთო! რისთვის გამდმოგყავდა ეს ხალხი იორდანეზე, თუ ამორეველთა ხელში ჩააგდებდი და დაღუპავდი. ნეტავ, იორდანეს გაღმა დავრჩენილიყავით!
იესო ნავეს ძე თავი 7