...არიან ადამიანებიც, რომლებიც ბოროტი თვალისა და შურის გამო მის ბოროტებას ბაძავენ და სხვათა უბედურებებზე ხარობენ. მათაც ვაებით მოიხსენიებს წერილი, როცა ამბობს: ვაი, „რომელნი იხარებენ უკეთურებას ზედა და უხარის გულარძნილებასა ზედა ბოროტსა;“ (); და სრულიად სამართლიანად, რადგან ეს გახრწნილი გონების საქმეა.
რადგან თუ დაღუპვისკენ მიმავალთა გამო ტკივილიც, კვნესაც და გოდებაც გვმართებს, რა შენდობა ან რა გამართლება ექნებათ მათ, ვინც არა მხოლოდ არ თანალმობს, არამედ კიდეც ხარობს? განა არ გინახავს, რომ თვით ქრისტე, რომელიც დასჯას აპირებს, დაღუპვისკენ მიმავალ იერუსალიმს დასტირის? განა არ ხედავ პავლესაც, რომელიც სხვათა დაღუპვის გამო კვნესის, გოდებს და გლოვობს? მაგრამ არიან ისეთი გახრწნილნი, რომ საკუთარ უბედურებათა ნუგეშად სხვის უბედურებებს მიიჩნევენ. ნათქვამია: „განიზრახეს ჩემთჳს, ნუ დამაგდებ მე, ნუუკუე ამაღლდენ“ (), მარადის....