...ნდნენ, ხშირად ღუპავდნენ; მართალნი კი, როცა შეგონებითა და მკაცრი მხილებით მიმართავდნენ, ასწორებდნენ. ამ მართალთა მხილებას წყალობა აქვს შეზავებული, იმ ურჯულოთა წყალობას კი სიკვდილი. ამიტომაც თქვა ვიღაცამ: „მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მტერი კი კოცნით აგავსებს“ ()21. და დააკვირდი, როგორ ცხადყოფს აქ მოციქულებრივ სიტყვას: „ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც“ (). რადგან წმინდანთა მხილებაც ასეთია. ასევე იქცევიან მკურნალებიც: მხოლოდ კი არ კვეთენ, არამედ ჭრილობასაც უხვევენ. ამიტომ ქრისტეც, მხილება ადვილად მისაღები რომ გახადოს, შერისხვას თავიდანვე საჯაროდ არ აქცევს და ამბობს: „მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი“ (). ასევე იქცეოდა პავლეც: მხილებას წყალობასთან ერთად აჩვენებდა და ხან ამ...
5. ფარულ სიყვარულს აშკარა მხილება სჯობია.6. მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მტერი კი კოცნით აგავსებს.7. მაძღარს გოლეული ეზიზღება, მშიერისთვის კი ყოველგვარი მწარე ტკბილია.
იგავნი სოლომონისა თავი 27