მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავნი სოლომონისა 30:8

7. ორ რამესა გთხოვ და უარს ნუ მეტყვი, სანამ მოვკვდებოდე:8. სიცრუე და ტყუილი მაშორე, ნურც სიღარიბეს მიმცემ და ნურც სიმდიდრეს, საარსებო პურით მასაზრდოვე,9. რომ გამაძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა, ვინ არის უფალიო? ხოლო გაღატაკებულმა არ ვიქურდო და ჩემი ღვთის სახელს არ შევცოდო.
იგავნი სოლომონისა თავი 30
8. სიცრუე და ტყუილი მაშორე, ნურც სიღარიბეს მიმცემ და ნურც სიმდიდრეს, საარსებო პურით მასაზრდოვე,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ქრისტიანის ცხოვრება როგორც სულიერი ბრძოლა:

...თავხედურმა უშიშრობამ. სოდომელნი რაღამ შეიპყრო? შეურაცხყოფამ, თავაშვებულობამ და პურით გაძღომამ. ხშირად სიღარიბეც ამას აკეთებს; ამიტომ ამბობს ერთი ბრძენი: „სიმდიდრესა და უპოვარებასა ნუ მომცემ მე" (). უფრო კი, არც სიმდიდრე და არც სიღარიბე გვავნებს, არამედ განზრახვა, რომელსაც არც ერთის სათანადოდ გამოყენება არ შეუძლია. როგორც ამბობს: „იცოდე, რომ მახეთა შორის გადიხარ" ()1.

5. ზარალის სარგებლად ქცევა მადლობით

საკვირველად თქვა ნეტარმა პავლემ: „ვდგათ-ვე ამისთჳს" (); უბრალოდ კი არ თქვა, რომ განსაცდელში ვართ, არამედ: „ამისთვის ვდგავართ", ესე იგი, ამისთვის ვართ შექმნილნი. ეს არის ჩვენი საქმე, ეს არის ჩვენი ცხოვრება, და შენ კი განსვენებას ეძებ? ჯ...

სრულად ნახვა