მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავნი სოლომონისა 31:6

5. თორემ დალევენ და დაივიწყებენ კანონს და ყველა დაჩაგრულის სამართალს შეცვლიან.6. მიეცი ლუდი გაუბედურებულს და ღვინო - სულგამწარებულს;7. შესვას და დაივიწყოს თავისი სიღარიბე და თავისი სატანჯველი აღარ გაიხსენოს.
იგავნი სოლომონისა თავი 31
6. მიეცი ლუდი გაუბედურებულს და ღვინო - სულგამწარებულს;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. წერილის კითხვის სულიერი სარგებელი:

..., თავისთავად აჩვენებს, რომ მან ღვინის ხმარებას დაუდო დასაბამი და სრული უცოდინრობით და ღვინის ხმარების ზომის უცოდინრობით დათვრა. ამასთან, (შეიძლება ითქვას) ისიც, რომ მან, დიდ მწუხარებას რომ განიცდიდა, ნუგეშისცემა ისურვა მისგან, როგორც ბრძენიც ამბობს: «და მიეცემის სიმთრვალე მწუხარეთა და ღჳნო სუმად ლმობიერთა» (), ამით აჩვენებს რა, რომ მწუხარების წინააღმდეგ არაფერია ისეთი სასარგებლო წამალი, როგორც ღვინის ხმარება, ოღონდ უზომოება მისგან მომდინარე სარგებელს ნუ გააქარწყლებს. და, რომ ეს მართალი მწუხარებასა და დარდში იმყოფებოდა, ასეთ უზომო უდაბნოში რომ ხედავდა თავს, თვალწინ ჰქონდა ადამიანთა და საქონლის, მხეცთა გადაყრილი გვამები და მიწა, რომელიც ყველასთვის საერთო სამარხი გახდა — ვინ ეკამათება ამას? წინასწარმეტყველებისა და ყველა მართლისთვის დამახასიათებელია მწუხარება არა მარტო ახლობლებისთვის, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც. ვისაც მოისურვებს გახსენება, დაინახავს, რომ ყველა მათგანი ასეთ თანალმობას იჩენდა. ასე, მოისმენს, რომ ესაია ამბობს: «ამისთჳს ვთქუ: ფლობილ-მყავთ მე, მწარედ ვიტირო. ნუ განსძლიერდებით ნუგეშინის-ცემად ჩემდა, შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა» (); იერემია: **«ვინ მოსცეს თავსა ჩემს...

სრულად ნახვა