მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავნი სოლომონისა 5:3

2. რათა შეინარჩუნო განსჯა და ცოდნა დაიმარხოს შენშა ბაგეებმა.3. რადგან თაფლი სდის უცხო ქალის ბაგეებს და ზეთივით გასლექილია მისი სასა.4. ბოლოს კი აბზინდასავით გამწარდება, ორლესული მახვილივით გაფხავდება;
იგავნი სოლომონისა თავი 5
3. რადგან თაფლი სდის უცხო ქალის ბაგეებს და ზეთივით გასლექილია მისი სასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ვაჟთა დროული ქორწინება და უმანკოება:

...ა იმისთვის, რომ მას სიძვის საწვავი მიაწოდოს.

მაგრამ მეძავის მიხრა-მოხრა შენთვის სასიამოვნოდ ჩანს? მეც ვიცი; რადგან წერილიც ამას ამბობს: „რამეთუ თაფლი გარდამოსწუეთინ ბაგეთა დედაკაცისა მეძვისათა, რომელმან წუთ ერთ დაატკბოს სასაჲ შენი," (). სწორედ ამიტომ ვაკეთებ ყოველივე ამას, რათა იმ თაფლის გამოცდილება არ მიიღო; რადგან იგი მაშინვე ნაღვლად იქცევა. ამასვე ამბობს წერილიც: „რამეთუ თაფლი გარდამოსწუეთინ ბაგეთა დედაკაცისა მეძვისათა, რომელმან წუთ ერთ დაატკბოს სასაჲ შენი, ხოლო უკუანაჲსკნელ უმწარეს ნავღლისა ჰპოო და უმახჳლეს მახჳლის ორპირისა," (). რას ამბობ? მოითმინეთ, როცა ჩემგან რაღაც ბილწსაც, ასე ვთქვათ, მოისმენთ, როცა ურცხვად და გაუწითლებლად ვლაპარაკობ; რადგან ამას ნებით კი არ ვითმენ, არამედ იმათ გამო, ვისაც საქმეებისა არ რცხვენია, მე თვითონ იძულებული ვარ სიტყვები ვთქვა. ბევრ ასეთ რამეს თვით წერილებშიც ვხედავთ....

სრულად ნახვა