მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავნი სოლომონისა 6:30

29. ასევე, არავინ დარჩება დაუსჯელი, ვინც კი მივა ახლობლის ცოლთან და მიეკარება მას.30. არ კიცხავენ ქურდს, როცა ქურდობს ლუკმა-პურისთვის, როცა მშიერია;31. წაუსწრებენ და შვიდწილად ზღავს, სახლის მთელ ქონებას გადაიხდის.
იგავნი სოლომონისა თავი 6
30. არ კიცხავენ ქურდს, როცა ქურდობს ლუკმა-პურისთვის, როცა მშიერია;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
8. დაფარული ცოდვა და მოყვასის ზრუნვა:

...ფსალმ 49:18) — და ამით უფრო დიდზე გადადის. რადგან ის ამაზე ბევრად ნაკლებია. ამ ცოდვათა შედარებისას ერთმა ასე თქვა: „არა საკჳრველ არს, უკუეთუ ვინმე დაეპყრას პარვასა, იპარავნ რაჲ, განიძღოს სული თჳსი მშიერი“ (). თუ ესეც მიუტევებელია, მით უმეტეს მრუშობა. აქ კი სიძვას მრუშებას უწოდებს. ამიტომ, თუ შენთან ერთად კრებულში მყოფთაგან ვინმეს სიძვაში ხედავ და ხედავ, რომ საიდუმლოებებსაც უახლოვდება, უთხარი იმას, ვინც ამ საიდუმლოებათა განაწილებას ემსახურება: „ეს კაცი საიდუმლოებების ღირსი არ არის; შეაჩერე ბილწი ხელები.“ თუ ის ღმრთის სამართალთა გადმოცემის ღირსიც კი არ არის, იფიქრე, სადამდე მივა მისთვის სასჯელი, როცა წმინდა ტრაპეზსაც ეხება; და არა მხოლოდ მისთვის, არამედ მისი დამფარველისთვისაც.

რადგან არ უთქვამს: „შენც მრუშობდი“, არამედ: „მეძავსა თანა დასდვა ნაწილი შენი“ ()....

სრულად ნახვა