თ ა რ გ მ ა ნ ი: ამის მიერ გულისხმა-ვჰყოფ, ვითარმედ არა უსწრობს ღმერთი ჩუენთა განზრახვათა ნიჭითა თჳსითა, არამედ რაჟამს ჩუენ ვიწყოთ ნებებად კეთილისა, მაშინ იგი მრავალთა ნიჭთა მისთა მოჰფენს ჩუენ ზედა. „რასა ეძიებთო?“ რაჲ არს სიტყუაჲ ესე? რომელმან-იგი იცნის გულისზრახვანი კაცთანი და დაფარულთა მხედველ არს, იგი ჰკითხვიდაა? არამედ არა თუ ამისთჳს ჰკითხვიდა, რაჲთამცა ცნა (რამეთუ რად უჴმდა მას ამისთჳს კითხვაჲ?), არამედ ჰკითხა, რაჲ-თამცა ესრეთ უმეტეს მისცა კადნიერებაჲ. და ღირს-ყვნა სიტყუად და გულნი მათნი მხიარულ-ყვნა, რამეთუ იყვნეს მისა უმეცარ და უეჭუელად ჰრცხუენოდამცა სიტყუად, რამეთუ დიდად აქუნდა იგი სიტყჳსა მისგან მოძღურისა მათისა, და ამისთჳს ჰკითხა, რაჲთამცა დაჰჴსნა შიში მათი და სირცხჳლი და რიდობაჲ. ხოლო მათ არა შედგომითა ოდენ, არამედ სიტყჳთაცა მათითა გამოაცხადეს სურვილი, რომელი აქუნდა მისა მიმართ, რამეთუ ვიდრე არარაჲ ასმიოდა მისგან, არცა ესწავა, მოძღურად უწოდდეს და მოწაფეთა თანა დააწესნეს თავნი მათნი და უჩუენნეს, ვითარმედ ამისთჳს შეგიდეგით სწავლად კეთილისა შენ მიერ. ამისთჳს არცა ადროეს, არცა თქუეს, თუ: ხვალე მოვიდეთ და ვისმინოთ, არამედ...
იოანეს სახარება 1:38
37. ამის გაგონებაზე ორივე მოწაფე იესოს გაჰყვა.38. ხოლო იესო შემობრუნდა და მის უკან მომავალნი რომ დაინახა, უთხრა მათ: რას ეძებთ? მათ კი მიუგეს: რაბი (რაც თარგმანით ნიშნავს მოძღვარს), სად ცხოვრობ?39. უთხრა მათ: მოდით და ნახეთ. ისინიც მივიდნენ, ნახეს, სადაც ცხოვრობდა, და იმ დღეს მასთან დარჩნენ; იქნებოდა ასე ათი საათი.
იოანეს სახარება თავი 1