თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ნათანაელ შჯულისმეცნიერი იყო და ჭეშმარიტისა მეძიებელი, ვითარცა ქრისტე წამებს, ამისთჳს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი მოიყვანნა ფილიპე მოწამედ, რაჲთამცა ესრეთ დაარწმუნნა, ხოლო უკუეთუ „ძედ იოსებისა“ თქუა, ნუ შეშფოთნები, რამეთუ ჯერეთ საგონებელ იყო, ვითარმედ ძჱ არს იოსებისი. ხოლო ვითარცა-იგი ანდრია პეტრეს ძლიერად ვერ უქადაგებდა, არამედ ქრისტეს მიმართ მოიყვანა იგი, ეგრეთვე ფილიპე ქმნა; თუ ვითარ იგი არს ქრისტე, ანუ თუ ვითარ ქადაგეს წინაჲსწარმეტყუელთა, არა თქუა, არამედ ოდენ ისწრაფა, რაჲთამცა მოიყვანა იგი ქრისტესა, რამეთუ იცოდა, ვითარმედ უკუეთუ ესმეს მას სწავლაჲ მისი, არღარა განეშოროს მისგან.
იოანეს სახარება 1:45
44. ხოლო ფილიპე ბეთსაიდელი იყო, ანდრიასა და პეტრეს თანამოქალაქე.45. მივიდა ფილიპე ნათანაელთან და უთხრა: ვპოვეთ ის, ვისთვისაც დაწერეს მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებმა: იესო, ძე იოსებისა, ნაზარეველი.46. და უთხრა მას ნათანაელმა: განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე? უთხრა მას ფილიპემ: მოდი და ნახე.
იოანეს სახარება თავი 1