თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ვითარ აჩუენებს უფლებასა მისსა სწორსა მამისა თანა, ვინაჲთგან იგი არს მწყემსი, და მისნი არიან ცხოვარნი, ხოლო სასყიდლით დადგინებული ივლტინ მგლისათჳს.
იოანეს სახარება 10:12
11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის.12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს.13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები.
იოანეს სახარება თავი 10