თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან უზეშთაეს კაცობრივისა ძალისა იყვნეს სიტყუანი მისნი, ამისთჳს „ეშმაკეულ“ უწოდეს. და აჰა ესერა ესე სიტყუაჲ სამგზის უთქუამს მისდა, რამეთუ პირველ იტყოდეს: „ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად?“ და კუალად თქუეს: „არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შენ, და ეშმაკი არს შენ თანა?“ და კუალად აქა ესრეთ იტყჳან: „ეშმაკეულ არს და ცბის“. და უფროჲს არა სამგზის, არამედ მრავალგზის ჰრქუეს, რამეთუ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ, და ეშმაკი არს შენ თანა?“ მოასწავებს, ვითარმედ მრავალგზის ეთქუა მისდა სიტყუაჲ იგი. ხოლო რომელნიმე იტყოდეს, ვითარმედ: „ესე სიტყუანი არა ეშმაკეულისანი არიან. ნუუკუე ეშმაკსა ჴელ-ეწიფებისა ბრმისა თუალთა ახილვად?“ ვინაჲთგან რომელთამე იწყეს ბოროტთა მათ წინააღდგომად, და სიტყუათა მიერ ვერ დაუყვეს პირი, საქმენი მოიხუნეს შორის, ვითარმცა იტყოდეს, ვითარმედ: სიტყუანი მისნი კეთილ არიან. უკუეთუ სიტყუანი არა გრწმანან, საქმენი იხილენით. ხოლო ქრისტემან არარაჲ მიუგო ამის...
18. ვერავინ წამართმევს მას, არამედ დავდებ მას ჩემით. შემიძლია მისი დადება და შემიძლია კვლავ დაბრუნება მისი. ეს მცნება მიმიღია მამაჩემისგან.19. ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველებს შორის.20. ბევრი მათგანი ამბობდა: ეშმაკეულია და შმაგობს; რად უსმენთ მას?
იოანეს სახარება თავი 10