თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველივე სათნოებაჲ კეთილ არს, და უფროჲსად სიმშჳდჱ და სახიერებაჲ. ესე კაც-მყოფს ჩუენ და ანგელოზთა თანა შემაერთებს. ამისთჳსცა ქრისტემან ესე ფრიად გუასწავა სიტყჳთცა და საქმით, რაჟამს-იგი ყურიმლის-ცემასა თავს-იდებდა, და კუალად, ოდეს ჰგმობდეს და შეურაცხ-ჰყოფდეს და „სამარიტელ“ სახელ-სდებდეს. და რომელთა ესე ყოველი უყვეს და მრავალგზის ინებეს ქვისა დაკრებაჲ მისი, აჰა ესერა აწ გარემოდგომილ არიან და ეტყჳან: „უკუეთუ შენ ხარ ქრისტე?“ და არცა ესრეთ გარემიაქცინა იგინი ესეოდენთა მათ ბოროტ-თა ზედა, არამედ ყოვლითა სიტკბოებითა ეტყოდა მათ.
იოანეს სახარება 10:23
22. ხოლო იერუსალიმში იყო განახლების დღესასწაული; ზამთარი იდგა.23. და დადიოდა იესო ტაძარში, სოლომონის ბჭესთან.24. გარს შემოერტყნენ იუდეველები და უთხრეს: სანამდის უნდა გვიმწარებდე სულს? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ნათლად.
იოანეს სახარება თავი 10