მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 10:25

24. გარს შემოერტყნენ იუდეველები და უთხრეს: სანამდის უნდა გვიმწარებდე სულს? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ნათლად.25. მიუგო მათ იესომ: გითხარით და არ მერწმუნეთ; საქმენი, რომელთაც ვაკეთებ მამის სახელით, თვითონვე მოწმობენ ჩემთვის.26. მაგრამ თქვენ არ გჯერათ, ვინაიდან არა ხართ ჩემი ცხვართაგანნი, როგორც გითხარით.
იოანეს სახარება თავი 10
25. მიუგო მათ იესომ: გითხარით და არ მერწმუნეთ; საქმენი, რომელთაც ვაკეთებ მამის სახელით, თვითონვე მოწმობენ ჩემთვის.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს, და ზამ-თარი იყო. და იქცეოდა იესუ ტაძარსა მას შინა და სტოვასა სოლომონისსა. გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,22-24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველივე სათნოებაჲ კეთილ არს, და უფროჲსად სიმშჳდჱ და სახიერებაჲ. ესე კაც-მყოფს ჩუენ და ანგელოზთა თანა შემაერთებს. ამისთჳსცა ქრისტემან ესე ფრიად გუასწავა სიტყჳთცა და საქმით, რაჟამს-იგი ყურიმლის-ცემასა თავს-იდებდა, და კუალად, ოდეს ჰგმობდეს და შეურაცხ-ჰყოფდეს და „სამარიტელ“ სახელ-სდებდეს. და რომელთა ესე ყოველი უყვეს და მრავალგზის ინებეს ქვისა დაკრებაჲ მისი, აჰა ესერა აწ გარემოდგომილ არიან და ეტყჳან: „უკუეთუ შენ ხარ ქრისტე?“ და არცა ესრეთ გარემიაქცინა იგინი ესეოდენთა მათ ბოროტ-თა ზედა, არამედ ყოვლითა სიტკბოებითა ეტყოდა მათ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს, და ზამ-თარი იყო“ (10,22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდი იყო ესე დღესასწაული, რამეთუ ესე იყო დღჱ იგი, რომელსა ტაძარი აღეშჱნა, მო-რაჲ-იქცეს დიდისა მის ტყუეობისაგან სპარსეთისა, და დიდად...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის