მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 10:29

28. მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ.29. მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ.30. მე და მამა ერთი ვართ.
იოანეს სახარება თავი 10
29. მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ, და მე ვიცნი იგინი, და მომდევდენ მე. და მე მივსცე მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ და არა წარვწყმიდნე უკუნისამდე, და არავინ მიმტაცნეს იგინი ჴელთაგან ჩემთა. რამეთუ მამაჲ ჩემი, რომელმან მომცნა იგინი, უფროჲს ყოველთასა არს, და არავის ჴელ-ეწიფების მიტაცებაჲ მათი ჴელთაგან მამისა ჩემისათა. მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ“ (10,27-30).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ მოუწოდს მათ შედგომად მისა ჴელოვნებით, რამეთუ იტყჳს: თქუენ არა ისმენთ ჩემსა, რამეთუ არა ცხოვარნი ხართ, და მერმე აღადგინებს მათ სურვილად საქმისა მის, რაჟამს ჰრქუა, ვითარმედ: „რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“, და გამოაჩინა თჳსი და მამისა ერთობაჲ. და თქუა რაჲ, ვითარმედ: „ვერვისცა ჴელ-ეწიფების მიტაცებაჲ მათი ჴელთაგან მამისათა“, რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ ამას ვერ ძალ-უც, არამედ მამისა ძალითა არს საქმჱ იგი, ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: „მე და მამაჲ ერთ ვართ“ ძალითა და არსებითა. რამეთუ ვინაჲთგან მრავალგზის ინებეს ჰურიათა მორწმუნეთა მისთა განდევნაჲ, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: ამაოდ ჰშურებით, რამეთუ ცხოვარნი ჩემნი ჴელთა შინა მამისათა არიან, რომელმან მომცნა იგინი; ხოლო ესე სიტყუაჲ, ვითარმედ: „მომცნა“, მათთჳსვე არს, რაჲ-თა ვერვინ თქუას, თუ: წინააღმდგომი არს მამისაჲ; ხოლო „ჴელი“ რაჲ გესმეს, ნურას ხილულსა გულისხმა-ჰყოფ, არამედ „ჴელად“ ძალსა იტყჳს და ჴელმწიფებასა, რომელი-იგი ერთი არს ძისა და მამისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის