მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 11:14

13. მაგრამ იესო მის სიკვდილს გულისხმობდა, მათ კი ეგონათ, რომ ძილით მიძინებაზე იტყოდა ამას.14. მაშინ იესომ გარკვევით უთხრა მათ: ლაზარე მოკვდა.15. და მიხარია თქვენს გამო, რომ იქ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ; მაგრამ მივიდეთ მასთან.
იოანეს სახარება თავი 11
14. მაშინ იესომ გარკვევით უთხრა მათ: ლაზარე მოკვდა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ლაზარე მოკუდა. და მე მიხარის თქუენთჳს“ (11,14-15).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს, თუ: „თქუენთჳს“? ესე იგი არს, რომელ არა იყო მუნ და უთხრა, და რამეთუ აღადგინოს და ყოველი იჭჳ გულთა მათთაგან აღმოჰფხურას. ჰხედავა, ვითარ მოწაფენი ჯერეთ უძლურებასა შინა იყვნეს და არა უწყოდეს ძალი ქრისტესი, ვითარცა ჯერ-იყო? ხოლო ამას იქმოდეს შიშნი იგი მრავალნი. და რაჟამს-იგი ეტყოდა, ვი-თარმედ: „სძინავს“, თქუა, ვითარმედ: „წარვალ განღჳძებად მისა“, რამეთუ არა ენება სიტყჳთ წინაჲსწარ თქუმაჲ, რომელსა საქმით იქმოდა, და რაჲთამცა ჩუენცა გუასწავა არასიქადული არარასა ზედა. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, თუ: რად ძილად გულისხმა-ყვეს იგი მოწაფეთა და არა ცნეს, თუ სიკუდილისათჳს იტყჳს, ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „წარვალ განღჳძებად მისა“? რამეთუ უგუნურება იყო, თუმცა ესვიდეს ესეოდენსა გზასა წარსლვად განღჳძებად მისა. ხოლო მე ამას ვიტყჳ, ვითარმედ: მოწაფენი ესრეთ ჰგონებდეს, თუ იგავით რასმე იტყჳს, ვითარცა მრავალგზის იქმოდა; რამეთუ ყოველთა მათ ეშინოდა ჰურიათაგან, ხოლო უფროჲს ყოველთასა - თომას, ამისთჳსცა ჰრქუა სხუათა მათ:

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის