მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 11:17

16. ხოლო თომამ, ტყუპისცალად წოდებულმა, თანამოწაფეებს უთხრა: ჩვენც მივიდეთ, რათა მასთან ერთად მოვკვდეთ.17. როდესაც მივიდა იესო, ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღეა საფლავში იწვა.18. ხოლო ბეთანია იერუსალიმის ახლოს იყო, თხუთმეტიოდე უტევანის მანძილზე.
იოანეს სახარება თავი 11
17. როდესაც მივიდა იესო, ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღეა საფლავში იწვა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაჲთ, დაბისაგან მართაჲსა და მარიამისა, დისა მისისა. და ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა“ (11,1-2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალნი კაცნი, რაჟამს იხილონ ვინმე სათნოთაგანი ღმრთისათაჲ ჭირსა რასმე შინა, - ჴორციელსა უძლურებასა, ანუ გლახაკებასა, ანუ სხუასა რასმე, - დაბრკოლდებიან და არა იციან, ვი-თარმედ უფროჲსად ღმრთისმოყუარეთა ზედა მოიწევიან ესევითარნი საქმენი. რომელ ლაზარეცა მეგობარი იყო ქრისტესი, და სნეულ იყო, რამეთუ იტყჳს: „იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიას“. არა ამაოდ აჴსენა ადგილიცა, ვინაჲ იყო ლაზარე, არამედ მიზეზისა მისთჳს, რომელსა იტყჳს ქუემორე. ხოლო აწ წინამდებარჱ ესე ვთქუათ, ვითარ დათაცა მისთა გამოაცხადებს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ესე იყო მარიამ, რომელმან ნელსაცხებელი სცხო უფალსა“ (11,2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: ვითარ თავს-იდვა დედაკაცისაგან ესე? პირველად უკუე ესე კეთილ არს, რაჲ-თა უწყოდით, ვითარმედ არა ესე არს მეძავი იგი, რომელსა იტყჳს მათე, არცა რომელსა იტყჳს ლუკა,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის