თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავთა სიბრძნესა მას დედასათა? დაღაცათუ ჯერეთ ვერ აქუნდა სრული იგი გულისხმის-ყოფაჲ, გარნა სრულიად სიბრძნე ფრიადი აჩუენეს, რამეთუ იხილეს რაჲ ქრისტე, არა გლოვად აღიძრნეს, არცა გოდებად, ვითარ-ესე ჩუენ ვიქმთ, რაჟამს ვიხილოთ ვინმე მეცნიერთაგანი მოსრული გლოვასა მას ჩუენსა ზედა, არამედ მათ იხილეს რაჲ, მეყსეულად მოძღუარი ადიდეს და ჰრწმენა მათ ქრისტე, არამედ არა ვითარცა ჯერ-იყო, რამეთუ არა იცნობდეს, თუ ღმერთი იყო, ანუ თჳსითა ჴელმწიფებითა და ძალითა იქმოდა ყოველსავე. ხოლო უფალმან მაშინ ესე ორივე ასწავა მათ, რამეთუ არღა იცოდეს, თუ ღმერთი არს, და ამისთჳს იტყოდეს: „უკუეთუმცა იყავ აქა, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ ჩუენი“, ხოლო ესე კუალად არა იცოდეს, თუ ამას ყოველსავე თჳსითა ჴელმწიფებითა ეტყოდა. ამისთჳსცა ჰრქუა მართა, ვითარმედ:
იოანეს სახარება 11:21
20. მართამ რომ გაიგო, იესო მოდისო, გამოეგება; მარიამი კი სახლში იჯდა.21. და უთხრა მართამ იესოს: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა.22. მაგრამ ახლაც ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს შენ ღმერთი.
იოანეს სახარება თავი 11