მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 11:27

26. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს?27. მიუგო: დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად.28. ეს რომ თქვა, წავიდა. თავის დას - მარიამს უხმო და საიდუმლოდ უთხრა: მოძღვარი მოდის და გიხმობსო.
იოანეს სახარება თავი 11
27. მიუგო: დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გრწამსა ჩემი? ჰრქუა მას მართა: მრწამს, უფალო, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, სოფლად მოსრული“ (11,26-27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ ვერ გულისხმა-ყო დედაკაცმან მან სიტყუაჲ იგი, არამედ ესე ცნა, ვითარმედ დიდი რაჲმე იყო სიტყუაჲ იგი, ხოლო თუ რაჲ იყო, კეთილად ვერ გულისხმა-ყო; ამისთჳსცა ქრისტემან სხუაჲ ჰკითხა, და მან სხუაჲ მიუგო, გარნა ესე შეიძინა, რომელ ფრიადი იგი გლოვაჲ მისი დაჰჴსნა, რამეთუ ესევითარი არს ქრისტეს სიტყუათა ძალი. ამისთჳსცა მართა უსწრო და მარიამ შეუდგა, რამეთუ სიყუარული იგი მოძღურისაჲ გლოვასა მას განაქარვებდა. ამის-თჳსცა მადლსა მას თანა გონებაჲცა მათ დედათაჲ საქებელ არს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის