თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად კაცობრივ იმალვის, ხოლო მიზეზი მითქუამს მრავალგზის, რაჲსათჳს წარვიდის.
იოანეს სახარება 11:54
53. იმ დღიდან გადაწყვიტეს მოეკლათ იგი.54. ამიტომ იესო ცხადად კი აღარ დადიოდა იუდეველთა შორის, არამედ უდაბნოს მახლობლად მდებარე ქალაქში განმარტოვდა, რომელსაც ჰქვია ეფრაიმი, და იყო იქ თავის მოწაფეებთან ერთად.55. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი, და იმ მხრიდან მრავალი ავიდა იერუსალიმს, რათა პასექის წინ გაწმენდილიყო.
იოანეს სახარება თავი 11