თ ა რ გ მ ა ნ ი: ანუ ამას იტყჳს, ვითარმედ: რომელსა არა ექმნას ბოროტი, იგი ნათელსა შინა ვალს და არა ეშინის ბოროტისაგან; და ეგრეთვე ჩუენდა არა ჯერ-არს შიში, რამეთუ არაჲ ბოროტი მიქმნიეს და ღირსი სიკუდილისაჲ. ანუ ამას იტყჳს, ვითარმედ: რომელი ნათელსა ამის სოფლისასა ჰხედვიდეს, მას დაცემისაგან არა ეშინის, არცა დაეცემის; აწ უკუეთუ რომელი ნათელსა ამის სოფლისასა ჰხედვიდეს, არა უფროჲსად, რომელი ჩემ თანა იყოსა და არა განმეშოროს ჩემგან, იგი დაადგრეს დაუბრკოლებლად? ესე ყოველი თქუა, რაჲთამცა შიში მათი განუქარვა, და მიზეზსა საჴმარსა ეტყოდა მუნ მისლვისასა. და რაჲთამცა უჩუენა, ვი-თარმედ არა იერუსალჱმს წარვალს, არამედ ბეთანიას, ამისთჳს ჰრქუა:
იოანეს სახარება 11:9
8. მოწაფეებმა მიუგეს: რაბი, იუდეველები ახლახანს ჩაქოლვას გიპირებდნენ და კვლავ იქ მიდიხარ?9. იესომ უთხრა მათ: განა თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არაფერს წამოჰკრავს ფეხს, ვინაიდან ამ ქვეყნის ნათელსა ხედავს.10. ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, ვინაიდან ნათელი არ არის მასში.
იოანეს სახარება თავი 11