თ ა რ გ მ ა ნ ი: და ესე ჭეშმარიტისა აღდგომისა სასწაული არს, რომელ შემდგომად მრავალთა დღეთა ცხოველ იყო და ჭამდა, რამეთუ სახლსა შინა მისსა იყო სერი იგი, რამეთუ ვითარცა მეგობარნი საყუარელნი შეიწყნარებდეს ქრისტესა.
იოანეს სახარება 12:2
1. პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა იესო ბეთანიაში, სადაც იყო ლაზარე, რომელიც აღადგინა მკვდრეთით.2. იქ მოუმზადეს ვახშამი და ემსახურებოდა მართა, ლაზარე კი მისი ერთადერთი თანამეინახე იყო.3. ხოლო მარიამმა აიღო ერთი ლიტრა წმინდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები; და ნელსაცხებლის სურნელებით აივსო სახლი.
იოანეს სახარება თავი 12