მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 12:27

26. ვინც მე მემსახურება, მევე გამომყვეს, და სადაც მე ვიქნები, იქვე იყოს ჩემი მსახურიც. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა.27. აწ შეძრწუნდა ჩემი სული და რა უნდა ვთქვა? მამაო, მიხსენ ამ ჟამისაგან; მაგრამ სწორედ ამისთვის მოვედი ამ ჟამს.28. მამაო, განადიდე შენი სახელი! და გაისმა ხმა ზეცით: განვადიდე და კვლავაც ვადიდებ!
იოანეს სახარება თავი 12
27. აწ შეძრწუნდა ჩემი სული და რა უნდა ვთქვა? მამაო, მიხსენ ამ ჟამისაგან; მაგრამ სწორედ ამისთვის მოვედი ამ ჟამს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ სული ჩემი შეძრწუნებულ არს, და რაჲ ვთქუა? მამაო, მიჴსენ ამის ჟამისაგან“ (12,27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად თქუას თუ ვინმე: და ვითარ მათ სიკუდილად აწუევდა? და აწ ესე სიტყუაჲ არა სიკუდილად მაწუევნელისაჲ არს? არამედ გულისხმა-ყავთ, ვითარმედ უფროჲსად სიკუდილად მაწუევნელისაჲ არს. რაჲთა არა იტყოდიან, ვითარმედ იგი გარეგან სალმობათა კაცობრივთა არს და ამისთჳს ადვილად გუაწუევს სიკუდილად, რომელნი-ესე კაცნი ვართ, ბუნებით სიკუდილისაგან მოშიშნი, და მას ამის საქმისა გამოცდილებაჲ არა აქუს, ამისთჳს უჩუენებს, ვითარმედ იგიცა შეურვებულ არს სიკუდილისაგან, არამედ ვინაჲთგან უმჯობჱსი იგი არს, ამისთჳს არა თანაწარჰჴდების მას. ხოლო ესე ყოველი კაცობრივისა ბუნებისაჲ არს და არა ღმრთეებისაჲ. ამისთჳს იტყჳს:

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის