მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 12:48

47. თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, არ განვსჯი მას, ვინაიდან ქვეყნის განსასჯელად კი არ მოვსულვარ, არამედ ქვეყნის სახსნელად.48. ხოლო მას, ვინც უარმყოფს და არ შეიწყნარებს ჩემს სიტყვებს, თავისი მსაჯული ჰყავს: სიტყვა, რომელიც მე ვთქვი; ის განსჯის უკანასკნელ დღეს.49. ვინაიდან ჩემდა თავად არაფერი მითქვამს, არამედ მამამ, რომელმაც მომავლინა, მომცა მე მცნება, რა ვთქვა, ან რა ვილაპარაკო.
იოანეს სახარება თავი 12
48. ხოლო მას, ვინც უარმყოფს და არ შეიწყნარებს ჩემს სიტყვებს, თავისი მსაჯული ჰყავს: სიტყვა, რომელიც მე ვთქვი; ის განსჯის უკანასკნელ დღეს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან შეურაცხ-მყოს მე და არა დაიმარხნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თჳსი“ (12,48).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: უკუეთუ მამაჲ არავის შჯის, და შენ არა მოხუედ, რაჲთა დაჰსაჯო სოფელი, ვინ შჯის მას? გარნა „სიტყუასა რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი“ (12,48), რამეთუ ვინაჲთგან იტყოდეს, ვითარმედ: „არა ღმრთისაგან არს“, ამისთჳს, რაჲთა მაშინ ამათ სიტყუათა ვერღარა იტყოდიან, არამედ სიტყუანი ჩემნი მიუღებდენ მათგან ყოველსა სიტყუასა და დაშჯიდენ მათ, რომელმან სიტყუანი ესე, რომელნი თქუნა, ვითარმედ: „თავით ჩემით არა მოსრულ ვარ“, ; (8,42) და ვითარმედ: „მამამან, რომელმან მომავლინა მე, მომცა მცნებაჲ და სხუანი ესევითარნი, რაჲ ვთქუა და რასა ვიტყოდი“, ; (14,10) და ესე ყოველნი დაუყოფდენ მათ მას დღესა პირსა და მოუღებდენ ყოველსა მიზეზსა. რამეთუ მან ყოველნი ესე სიმდაბლისა სახენი სიტყუანი მათთჳს თქუნა, რაჲთა იგინი მოიქცენ, და ვინაჲთგან არა მოიქცეს, ამისთჳს მათ სიტყუათა დასაჯნენ იგინი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „რომელმან მომავლინა მამამან, მან მომცა მცნებაჲ, თუ რაჲ ვთქუა, ანუ რასა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის