მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 12:7

6. ხოლო ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ გლახაკებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო; მას ჰქონდა ყულაბა, და რასაც შიგ ყრიდნენ, იპარავდა.7. იესომ უთხრა: მოეშვი; ეგ ჩემი დამარხვის დღისათვის შემოინახა.8. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით.
იოანეს სახარება თავი 12
7. იესომ უთხრა: მოეშვი; ეგ ჩემი დამარხვის დღისათვის შემოინახა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „საქმჱ კეთილი ქმნა დასაფლავად ჩემდა“ (12,7).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲსათჳს არა ამხილა მოწაფესა მას, ვიდრე დედაკაცისადა არა ეთქუა მას სიტყუანი ესე, რომელთა იტყჳს მისთჳს მახარებელი, ვითარმედ: თჳსისა მპარვობისათჳს იტყოდა სიტყუათა მათ? არამედ ამისთჳს არა ჰრქუა უფალმან, რაჲთა ფრიადითა სულგრძელები-თა თჳსითა შეარცხჳნოს იგი. რამეთუ მან იცოდა იგი, ვითარმედ მიმცემელი არს, და ესე პირველითგანვე აუწყა, რაჟამს თქუა, ვითარმედ: „სიტყუაჲ ესე არა ყოველთა გრწამს“; და კუალად თქუა: „ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“, და ესრეთ გამოაჩინა, ვითარმედ იცის მისი მიმცემელობაჲ. ხოლო ცხადად არა ამხილა, არამედ მიუშუა, რაჲთა ნუუკუე მოდრკეს, ვითარ უკუე სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: ყოველთა მოწაფე-თა თქუეს, და მანცა თქუა, ; გარნა სხუათა დაღაცათუ თქუეს, არა მით გულისსიტყჳთა თქუეს. ხოლო უკუეთუ გამო-ვინ-ეძიებდეს, თუ: ვითარ, რომელ მპარავი იყო, და უფალმან მას მიანდო...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის