მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 13:26

25. ხოლო ის მკერდზე მიეკრა იესოს და უთხრა: უფალო, ვინ არის?26. იესომ მიუგო: ის არის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ. ჩააწო ლუკმა და მისცა იუდას, სიმონის ძეს, ისკარიოტელს.27. ამ ლუკმის შემდეგ შევიდა მასში სატანა. და უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ, მალე გააკეთე.
იოანეს სახარება თავი 13
26. იესომ მიუგო: ის არის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ. ჩააწო ლუკმა და მისცა იუდას, სიმონის ძეს, ისკარიოტელს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იგი არს, რომელსა მე დავაწო პური და მივსცე” (13,26).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: და სახჱ ამის საქმისაჲ შემარცხუენელი არს, არამედ მან არცა ტაბლისა მისგან შეიკდიმა, რამეთუ პურსა მას ეზიარა, რომელმან-იგი ჴელთაგან თავადისათა მიიღო პური იგი. და ვინმცა არა ლმობიერქმნილ იყო ამას ზედა? არამედ იგი არა იქმნა ლმობიერ. ამისთჳს ეშმაკი მაშინღა შევიდა ჴელმწიფებით მის თანა, რაჟამს იხილა ურცხჳნელობაჲ და კადნიერებაჲ მისი. რამეთუ ვიდრემდის კრებულისა მისგან იყო, ვერ იკადრებდა ზედამისლვად, არამედ გარეთ მოუჴდებოდა და ჰბრძოდა, და ვინაჲთგან უკუე საცნაურ იქმნა და განეჩინა, მაშინ შევიდა მის თანა სრულიად, რამეთუ არცა ჯერ-იყო, რაჲთამცა ესრეთ მოუდრეკელი იგი იყო მის თანა. ამისთჳს განყო იგი და რაჟამს განყო, მაშინ მიიღო იგი ეშმაკმან, და მეყსეულად დაუტევნა იგინი იუდა და განვიდა მათგან ღამით.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის