თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა უგულისხმოებაჲ! ვითარ არა მოდრკა, არცა ჰრცხუენა, არამედ უუკეთურეს იქმნა და განვიდა. ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ყავ ადრე!“ არა თუ ასწრაფებდა და განაზრახებდა, არამედ აყუედრებდა და აჩუენებდა, ვითარმედ მას ენება, რაჲთამცა მოიქცა. ვინაჲთგან უკუე იხილა მოუდრეკელობაჲ მისი, მიუშუა.
27. ამ ლუკმის შემდეგ შევიდა მასში სატანა. და უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ, მალე გააკეთე.28. მაგრამ ინახად მსხდომთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრა ეს.29. ვინაიდან ზოგიერთს ეგონა, რაკი ყულაბა იუდას ებარა, იესო ეუბნება მას: იყიდე, რაც სადღესასწაულოდ გვჭირდება, ან კიდევ გლახაკთა გასაკითხადო.
იოანეს სახარება თავი 13