თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს იტყჳს ჟამსაცა? რაჲთა სცნა უკეთურებისა მიმართ მოსწრაფებაჲ მისი, რამეთუ ჟამმანცა ღამისამან ვერ უძლო დაყენებად. და მათ ეგონა, ვითარმედ გლახაკთა ღუწოლისათჳს თქუა, რამეთუ ფრიად იღუწიდა გლახაკთა, რაჲთა ჩუენცა გუასწავოს მოწყალებისა ქმნაჲ, და ამას ჰგონებდეს მოწაფენი. რამეთუ ვერცა ამან შეარცხჳნა ბოროტი იგი იუდა, რამეთუ ესრეთ ვიდრე უკუანაჲსკნელ ჟამადმდე არა განაქიქა. ხოლო ჩუენდაცა ესრეთვე ჯერ-არს ქმნად, რაჲთა არა განვაქიქებდეთ ცოდვათა სხჳსათა, დაღაცათუ უკურნებელ იყვნენ, რამეთუ უფალმანცა ამისა შემდგომად, მო-რაჲ-ვიდა იუდა მიცემად მისა, ამბორის-ყოფად შეუნდო მას და თავს-იდვა საქმჱ ესევითარი. ხოლო აწ იწყებს სიტყუად მოწაფეთა მიმართ და დიდებად უწესს ჯუარს-ცუმასა და სიკუდილსა მას ყუედრებისასა, რაჲთა გუასწავოს, ვითარმედ ყოველივე საქმჱ, რაზომცა საყუედრელ და საძულელ იყოს ყოველთა მიერ, დიდად დიდებად იქმნების, და რაჟამს ღმრთისათჳს იქმნებოდის და საღმრთოდ. და ამისთჳსცა იტყჳს:
იოანეს სახარება 13:30
29. ვინაიდან ზოგიერთს ეგონა, რაკი ყულაბა იუდას ებარა, იესო ეუბნება მას: იყიდე, რაც სადღესასწაულოდ გვჭირდება, ან კიდევ გლახაკთა გასაკითხადო.30. ხოლო ის, ლუკმის მიღებისთანავე, გავიდა. და იყო ღამე.31. როგორც კი გავიდა, იესომ თქვა: აწ იდიდა ძე კაცისა, და ღმერთი იდიდა მის მიერ.
იოანეს სახარება თავი 13