თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუ გეშინისო, რამეთუ არა თუ ამისთჳს ვთქუ სხჳსა ნუგეშინისმცემელისა მოვლინებად, ვითარმცა მე მოგაკლდებოდე სრულიად, არა ამისთჳს ვთქუ, ვითარმედ: „თქუენ თანა იყოს“, ვითარმცა მე არღარა გიხილევდი, „რამეთუ მეცა მოვიდე თქუენდა, არა დაგიტევნე თქუენ ობლად“. რამეთუ ვინაჲთგან დაწყებასა სიტყჳსასა იტყოდა: „შვილნო ჩემნო“, ამისთჳს აქა იტყჳს: „არა დაგიტევნე თქუენ ობლად“; და დასაბამსა სიტყჳსასა იტყოდა, ვითარმედ: „მოხჳდეთ, სადა მე ვიყო“, და ვითარმედ: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან“, ხოლო აქა, ვინაჲთგან იგი ჟამი შორს იყო, მოსცემს სულსა, არამედ იგინი კუალად ვინაჲთგან ვერ გულისხმა-ჰყოფდეს სიტყჳთა მით და ვერ მიიღებდეს ჯეროვანსა ნუგეშინის-ცემასა, ამისთჳს ჰრქუა: „არა დაგიტევნე თქუენ ობლად“, რამეთუ იგინი უფროჲს ყოვლისა ამას ეძიებდეს. არამედ რაჲთა არა ჰგონებდენ კუალად ესევითარსავე მოსლვასა, ვითარცა პირველ, იხილე, ვითარ მოასწავა, მისი იგი მოსლვაჲ თუ ვითარ იყოს, რამეთუ თქუა:
იოანეს სახარება 14:18
17. ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება.18. არ დაგტოვებთ ობლად; მოვალ თქვენთან.19. ცოტაც და, ქვეყანა ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ. ვინაიდან ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ.
იოანეს სახარება თავი 14