თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა შიშითა აღვსებულთა სულთა მათთა? რამეთუ შეძრწუნდა და შეშფოთნა და ჰგონებდა, ვითარმედ ვითარცა მკუდართა ვხედავთ სიზმრივ, ესრეთ ეგულებოდა მისი ხილვაჲ. ხოლო რაჲთა არა ესე მოიგონონ, ამისთჳს ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „მე და მამაჲ მოვიდეთ და სავანე მის თანა ვყოთ“, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ვითარცა მამაჲ გამოაცხადებს თავსა თჳსსა, ეგრეთვე მე, და არა ამით ოდენ, არამედ მითცა სიტყჳთა, რომელ თქუა, ვითარმედ: „სავანე მის თანა ვყოთ“, დაჰჴსნა იჭჳ იგი მსგავსად სიზმრისა ხილვისა. ხოლო შენ იხილე მოწაფჱ იგი შეშფოთებული და ვითარ ვერ იკადრებდა თქუმად განცხადებულად გულისსიტყჳსა თჳსისა, რამეთუ არა თქუა, ვითარმედ: ვაჲ ჩუენდა, რამეთუ მოჰკუდები, და ვითარცა აღსრულებულთაგანსა გეგულების ჩუენებად ჩუენდა თავისა შენისა! გარნა არა თქუა ესრეთ, არამედ: „რაჲ არსო, რომელ ჩუენ გამოგჳცხადებ თავსა შენსა და არა სოფელსა?“ მიუგებს უკუე ამისთჳს: რამეთუ თქუენ მიყუართ, და თქუენ იმარხავთ მცნებათა ჩემთა. რამეთუ რაჲთა არა შემდგომად ამისა იხილონ რაჲ იგი, უცნებაჲ ეგონოს, ამისთჳს წინაჲსწარ ეტყჳს მიზეზსა,...
21. ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას.22. უთხრა მას იუდამ, არა ისკარიოტეღმა: უფალო, რა არის, რომ აპირებ ჩვენ გამოგვიცხადო თავი და არა ქვეყანას?23. მიუგო იესომ და უთხრა მას: ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ.
იოანეს სახარება თავი 14