თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ უჩუენებდა მათ, ვითარმედ არა ცუდად თქუმულ არიან სიტყუანი იგი. ხოლო ესე ჰრქუა, ვინაჲთგან იხილნა სულნი მათნი, ვითარმედ ამისსა სწავლად ეძიებდეს, რამეთუ პეტრე არა ცნობისათჳს იტყოდა სიტყუათა მათ, არამედ რაჲთამცა შეუდგა, და ვინაჲთგან შესაძლებელად უჩნდა საქმჱ იგი, მერმე გამოჩნდა, ვითარმედ შეუძლებელ არს. ამისთჳს ჰსუროდა ცნობად მისა, და ამისთჳს ჰრქუა უფალმან, ვითარმედ: „გზაჲცა იცით“. რამეთუ ვითარცა ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „უარ-მყო მე“, და სხუამან არავინ თქუა, ხოლო მან ცნა მათი განზრახვაჲ და ჰრქუა: „ნუ შეძრწუნდებიედ გულნი თქუენნი“, ეგრეთვე აქა, რაჟამს ჰრქუა, ვითარმედ: „იცით“, სურვილსა მას გულისა მათისასა მოასწავებდა, და თავადმან მისცა მათ მიზეზი კითხვისაჲ. ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვიდრე ხუალ?“ პეტრე სურვილისაგან თქუა და სიყუარულისა, ხოლო თომა - შიშისა, რამეთუ ჰრქუა მას თომა: „უფალო, არა ვიცით, ვიდრე ხუალ, და ვითარ შემძლებელ ვართ გზისა შენისა ცნობად?“ (14,5). ესე იგი არს, ვითარმედ: ადგილი არა ვიცით და გზაჲ ვითარ ვიცოდით მუნ მიმყვანებელი, სადა არა ვიცით? და იხილე, რაზომითა მოწიწებითა თქუა, რამეთუ არა თქუა, ვითარმედ:...
იოანეს სახარება 14:4
3. ხოლო როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვიქნები, თქვენც იქვე იყოთ.4. ხოლო სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა.5. უთხრა მას თომამ: უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ; როგორღა უნდა ვიცოდეთ გზა?
იოანეს სახარება თავი 14