მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოგ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ვიდრე ხუალ? ჰრქუა მას იესუ: მე ვიდრე ვალ, შენ ვერ ძალ-გიც მოდევნებად აწ, ხოლო მომდევდე ამისა შემდგომად“ (13,36).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს სიყუარული და ცეცხლისა უმჴურვალჱს, და ზეცისა სიმაღლედ მიიწევის, და არარაჲ სოფლისა საქმეთაგან იქმნების დამაყენებელ მისა. რამეთუ მჴურვალესა მას გულითა პეტრეს ესმა რაჲ, ვითარმედ: „სადა მე წარვალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად“,1 მეყსეულად ჰრქუა მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უფალო, ვიდრე ხუალ?“ (13,36).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე თქუა მოტყინარისა მისგან სურვილისა, რომელი აქუნდა შედგომად მისა, არამედ ვერ ჰკადრა განცხადებულად თქუმად, ვითარმედ: შეგიდგე შენ, არამედ ოდენ ჰკითხავს. ხოლო უფალმან არა სიტყუათა მიმართ, არამედ გონებისა მიმართ მისისა მიუგო, ვითარმედ: „ვიდრე მე მივალ, შენ ვერ ძალ-გიც მოდევნებად“. აწ ჰხედავა, რამეთუ მისლვაჲ უნდა მის თანა? ამისთჳს ჰკითხვიდა, ხოლო ესმა, ვითარმედ: „შემდგომად ამისა მომდევდე“, და ვერვე დაამდოვრა სურვილი თჳსი, არამედ ესრეთ ისწრაფა, ვიდრეღა ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსა ვერ ძალ-მიც მიდევნებად შენდა? აწ სული ჩემი შენთჳს დავდვა“ (13,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან შიშსა მიცემისასა თანაწარჰჴდა და ერთგულთაგანი გამოჩნდა, მერმე იწყო კითხვად, რაჟამს სხუანი დუმნეს. რასა იტყჳ, პეტრე? რამეთუ თავადმან თქუა, ვითარმედ: „ვერ ძალ-გიც“, და შენ იტყჳ, ვითარმედ: „ძალ-მიც“? აწ უკუე სცნა საქმით, ვითარმედ ვერ ძალ-გიც, და არარაჲ არს სიყუარული შენი, უკუეთუ შეწევნაჲ ღმრთისაჲ არა იყოს. და ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ დაცემისა მის უარისყოფისა ფრიადისა სიყუარულისა და წყალობისა მისისათჳს შეუნდო უფალმან ყოფად, რამეთუ ენება, რაჲთამცა თჳთ ეცნა თჳსი უძლურებაჲ სიტყუათა მიერ უფლისათა, ხოლო ვინაჲთგან ეგო იგი თჳსსა მას სიფიცხესა ზედა, მერმე უფალმან მიუშუა მას, რაჲთა ცნას თჳსი უძლურებაჲ, რა-ჟამს არა აქუნდა შეწევნაჲ მისი. რამეთუ თქუა უფალმან: „მივეცე ჴელთა მტერთასა“, ჰრქუა მან: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო“,2 და შეჰრისხნა მას უფალმან, და ვერ განისწავლა, არამედ კუალად, ენება რაჲ ქრისტეს ფერჴთა მისთა დაბანად, აყენებდა იგი; და აწ ესმა რაჲ, ვითარმედ: „ვერ ძალ-გიც მოდევნებად ჩემდა“, თქუა მან, ვითარმედ: „დაღაცათუ ყოველ-თა უარ-გყონ, მე არასადა უარ-გყოო“.3 და რაჲთა არა მოვიდეს ზუაობად

1 იოან. 13,33. 2 შდრ. მათ. 16,21-22. 3 შდრ. მათ. 26,35; მარკ. 14,31.

და ისწავოს სიტყჳს-გებაჲ, ამისთჳს განსწავლა იგი, რაჲთა არღარა წინააღუდგებოდის, ვითარცა ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა იესუ: მე ვევედრე შენთჳს მამასა, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი“.1 ესე იგი არს, რაჲთა არა წარჰჴდე. და ამის ყოვლისა მიერ სიმდაბლესა ასწავებს და ბუნებასა კაცობრივსა ამხილებს, ვითარმედ არარაჲ არს იგი თავით თჳსით. რამეთუ განსწავლა იგი, რაჲთა არა სიტყჳსმიმგებელ იქმნას, რა-ჟამს-იგი მიიღოს განგებაჲ სოფლისაჲ, არამედ რაჲთა მოიჴსენებდეს მის ზედა მოწევნულთა მათ საქმეთა და უწყოდის უძლურებაჲ თჳსი. და არა თუ ერთგზის მოიწია მის ზედა საქმჱ იგი, არამედ ერთსა მცირედსა ჟამსა სამგზის უარ-ყო, რაჲთა სცნა, ვითარმედ არა ესეოდენ შეიყუარა, რაოდენ შეყუარებულ იქმნა. და შემდგომად მის დაცემისა ჰრქუა მას, ვითარმედ: „გიყუარა ამათსა უფროჲსად?“2 რაჲთა სცნა, ვითარმედ არა თუ მისი სიყუარული განმჴმარ იყო, არამედ მიშუებითა ღმრთისაჲთა იქმნა, რამეთუ სიყუარულსა პეტრესსა შეიწირავს, ხოლო წინააღდგომაჲ არა ჰნებავს, რამეთუ უკუეთუ გიყუარს, თანაგაც შეყუარებულისა მის სიტყუათა სმენად; რამეთუ გრქუა შენ და შენთანათა, ვითარმედ: „ვერ ძალ-გიც“, და შენ რადღა აცილობ? არა უწყია, თუ რაჲ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სული ჩემი შენთჳს დავდვა“ (13,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან ესმა, ვითარმედ ამისა უმეტესი სიყუარული არავის აქუს, მეყსეულად, ვითარცა სისრულისა მეძიებელმან, ჴელ-ყო მიწდომად საზომსა მას, ხოლო ქრისტე უჩუენებს, ვი-თარმედ მის მხოლოჲსაჲ არს ესრეთ ჴელმწიფებით აღთქუმაჲ საქმისაჲ. ამისთჳს ჰრქუა მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არღა ეყივლოს ქათამსა, ვიდრე უარ-მყო მე სამგზის“ (13,38).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ აწვე, რამეთუ არა ფრიადი ჟამი იყო ვიდრე ქათმისა ყივილადმდე, რამეთუ უჟამოჲსა მას ჟამსა ღამისასა ეტყოდა მათ, რამეთუ პირველი და მეორჱცა საჴუმილავი ღამისაჲ გარდასრულ იყო.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ შეძრწუნდებიედ გულნი თქუენნი“ (14,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ძრწოლაჲ მოუვიდოდა სხუათა მათ, ვინაჲთგან ესმა, ვითარმედ თავადსა მას პეტრეს სამგზის წინაუც უარის-ყოფაჲ ვიდრე ქათმისა ყივილადმდე. და ესე შეურვებაჲ შეაიწრებდა გულთა მათთა. ამისთჳს უკუე იწყო ნუგეშინის-ცემად მათა, ვითარმედ: „ნუ შეძრწუნდებიედ გულნი თქუენნი“. ესრეთ ძალსა ღმრთეებისა თჳსისასა უჩუენებდა, ვითარ-იგი რაჲ სულთა მათთა მოეგონის, განცხადებულად უთხრობნ მათ.

1 ლუკ. 22,32. 2 იოან. 21,15.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გრწმენინ ღმრთისაჲ და გრწმენინ ჩემდა მომართ“ (14,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: გრწმენინ, რამეთუ ჩემ მიერ ყოველთა მათ ძნელოვანთა საქმეთა და განსაცდელთა თანაწარჰჴდეთ, რამეთუ ჩემდა მომართ და მამისა ჩემისა მიმართ სარწმუნოებაჲ შემძლებელ არს ჴსნად თქუენდა ყოველთაგან ბოროტთა, და ვერარაჲ გეუფლოს. და მერმე იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან“ (14,2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა პეტრეს ნუგეშინის-სცემდა, ვითარმედ: „შემდგომად ამისა მომდევდე მე“, ეგრეთვე ამათ სასოებასა დაუდებს, რაჲთა არა თქუან, თუ: მას ოდენ მისცა აღთქუმაჲ. ამისთჳს ჰრქუა მათ: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან. უკუეთუ არა, გარქუმცა, ვითარმედ: წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი“ (14,2). ესე იგი არს, ვითარმედ: თქუენცა მანვე ადგილმან შეგიწყნარნეს, რომელმან შეიწყნაროს პეტრე, რამეთუ მუნ ფრიადი უშურველობაჲ არს საყოფელ-თაჲ, და არა თუ განმზადებაჲ საჴმარ არს. რამეთუ ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვაჲ ადგილსა მას“, რაჲთა არა მოიგონონ, ვითარმედ: სრულიად სამე მოვსწყდებით, ამისთჳს ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა სადაცა მე ვიყო, თქუენცა იყვნეთ“ (14,3).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ესეოდენი მაქუს ამის საქმისათჳს მოსწრაფებაჲ, უკუეთუმცა არა პირველითგან განმზადებულ იყო, „წარ-მცა-ვედ და განგიმზადე თქუენ ადგილი, და მო-მცა-ვედ და წარგიყვანენ“ (14,3), რაჲთა ესრეთ იყვნენ იგინი მინდობილ და სავსე სასოებითა. ხოლო რაჲ-თა არა ჰგონებდენ, ვითარმედ ნუგეშინის-საცემელად ეტყჳს მათ და არა ესრეთ არს, ამისთჳს შესძინა და ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიდრე-იგი მე მივალ, უწყით და გზაჲცა იგი იცით“ (14,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ უჩუენებდა მათ, ვითარმედ არა ცუდად თქუმულ არიან სიტყუანი იგი. ხოლო ესე ჰრქუა, ვინაჲთგან იხილნა სულნი მათნი, ვითარმედ ამისსა სწავლად ეძიებდეს, რამეთუ პეტრე არა ცნობისათჳს იტყოდა სიტყუათა მათ, არამედ რაჲთამცა შეუდგა, და ვინაჲთგან შესაძლებელად უჩნდა საქმჱ იგი, მერმე გამოჩნდა, ვითარმედ შეუძლებელ არს. ამისთჳს ჰსუროდა ცნობად მისა, და ამისთჳს ჰრქუა უფალმან, ვითარმედ: „გზაჲცა იცით“. რამეთუ ვითარცა ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „უარ-მყო მე“, და სხუამან არავინ თქუა, ხოლო მან ცნა მათი განზრახვაჲ და ჰრქუა: „ნუ შეძრწუნდებიედ გულნი თქუენნი“, ეგრეთვე აქა, რაჟამს ჰრქუა, ვითარმედ: „იცით“, სურვილსა მას გულისა მათისასა მოასწავებდა, და თავადმან მისცა მათ მიზეზი კითხვისაჲ. ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვიდრე ხუალ?“ პეტრე სურვილისაგან თქუა და სიყუარულისა, ხოლო თომა - შიშისა, რამეთუ ჰრქუა მას თომა: „უფალო, არა ვიცით, ვიდრე ხუალ, და ვითარ შემძლებელ ვართ გზისა შენისა ცნობად?“ (14,5). ესე იგი არს, ვითარმედ: ადგილი არა ვიცით და გზაჲ ვითარ ვიცოდით მუნ მიმყვანებელი, სადა არა ვიცით? და იხილე, რაზომითა მოწიწებითა თქუა, რამეთუ არა თქუა, ვითარმედ: გჳთხარ ჩუენ ადგილი, არამედ: „არა ვიცითო, ვიდრე ხუალ“, რამეთუ ესე პირველითგან ყოველთა ესმოდა, და ჰურიათაცა უკჳრდა, თუ ვიდრე წარვალს. და უკუეთუ მათ უნდა ცნობად, არამცა უფროჲსად მისთა მოწაფეთა უნდაა, რომელნი არასადა განშორებულ იყვნეს მისგან და ეშინოდა კითხვად, და გარნა ჰკითხვიდესვე ფრიადისა მის სურვილისაგან და შეურვებისა? ხოლო იესუ ჰრქუა მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვარ გზაჲ, მე ვარ ჭეშმარიტებაჲ, მე ვარ ცხორებაჲ, და არავინ მივიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (14,6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს, ჰკითხა რაჲ პეტრე, არა ჰრქუა მეყსეულად, ვითარმედ: მე მამისა წარვალ, არამედ: „ვერ ძალ-გიც შედგომად ჩემდა აწ“? არამედ ესრეთ მრავალნი სიტყუათა სიმრავლენი შემოიხუნა, ხოლო ჰურიათა სამართლად არა უთხრობდა; ხოლო ამას რაჲსათჳს არა უთხრა საქმჱ იგი? რამეთუ უთხრა ჰურიათაცა, ვითარმედ: „ღმრთისაგან გამოვედ და ღმრთისა მივალო“; ხოლო კუალად ჰრქუა, ვითარმედ: „სადა მე წარვალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად“, და ესრეთ საურავსა შინა შთაყარნა იგინი, ხოლო მოწაფეთა და პეტრეს ამისთჳს არა უთხრა, რამეთუ იცოდა მათი იგი ფრიადი გულსმოდგინებაჲ, და ვითარ აიძულებდა მას პეტრე მის თანა მისლვად, ხოლო თავადმან წარჰმართა, რაჲ-იგი ეგულებოდა დაფარულებითა ამის სიტყჳსაჲთა. და ვინაჲთგან ვერღარა იკადრებდეს იძულებით შედგომად მისა, მერმეღა გამოუცხადა მათ, რამეთუ რაჟამს თქუა, ვითარმედ: „სადა მე წარვალ, ვერვის ჴელგეწიფების მოსლვად“, შესძინა, ვითარმედ: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან“, ხოლო მამისა მიმართ ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად თჳნიერ ჩემსა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვარ გზაჲ“ (14,6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: ჩემ მიერ მიხჳდეთ მამისა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ“ (14,6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისთჳს თქუა, ვითარმედ: უეჭუელად იყოს ესე ყოველი ესრეთ, რამეთუ არარაჲ იყოს ჩემ მიერ ტყუვილი, არამედ ცხორება, და ვერცა თუ სიკუდილმან შეუძლოს დაყენებად თქუენდა მოსლვად მუნ, რამეთუ ვინაჲთგან „მე ვარ გზაჲ“, არღარა საჴმარ იყოს თქუენდა წინამძღუარი, და ვინაჲთგან „მე ვარ ჭეშმარიტებაჲ“, არა ტყუვილ იქმნენ სიტყუანი ესე. ხოლო მათ სიტყუაჲ იგი გზისაჲ გულისხმა-ყვეს და

აღიარეს, ხოლო სხუანი იგი სიტყუანი ვერ გულისხმა-ყვნეს, გარნა ვერ იკადრებდეს კითხვად, რომელსა-იგი ვერ გულისხმა-ჰყოფდეს, გარნა ამას ყოველსა ზედა ფრიადი ნუგეშინის-ცემაჲ მიიღეს გზისა მის მიერ, ვინაჲთგან ჰრქუა, ვითარმედ: „მე ვარ გზაჲ“. ესე იგი არს, ვითარმედ: ვინაჲთგან მე ვარ უფალ მამისა მიმართ მიყვანებისა, უეჭუელად მოსლვად ხართ, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არა არს სხუაჲ გზაჲ, რაჲთამცა მის მიერ ვინ მივიდა მამისა. რამეთუ რაჟამს თქუა, ვითარმედ: „ვერვის ჴელეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს იგი ჩემდა“,1 და კუალად თქუა, ვითარმედ: „რაჟამს აღვიმაღლო ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა“,2 და: „არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“,3 და ესრეთ ყოველსა ადგილსა შეასწორებს თავსა თჳსსა მამისა თანა. ხოლო ვითარ, რამეთუ ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „ვიდრე-იგი მე მივალ, იცით და გზაჲცა იგი იცით“, და მეყსეულად კუალად ჰრქუა, ვითარმედ: „უკუეთუმცა მე მიცოდეთ, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ. ამიერითგან იცით იგი და გიხილავს იგი“ (14,7)? არა თუ თჳსთა სიტყუათა წინააღუდგების იგი, - ნუ იყოფინ! - არამედ ესრეთ იყო, რამეთუ იცოდეს იგი მოწაფეთა, გარნა არა ვითარ ჯერ-იყო, რამეთუ ღმრთად იცოდეს იგი, გარნა მამად არა იცოდეს, არამედ უკუანაჲსკნელ, რაჟამს სული წმიდაჲ მოვიდა და მისცა მათ ყოველივე გულისხმის-ყოფაჲ. ესევითარი არს უკუე სიტყუაჲ უფლისაჲ, ვითარმედ: „უკუეთუმცა ჩემი არსებაჲ და ბუნებაჲ იცოდეთ, მამისაჲცამცა იცოდეთ. და ამიერითგან იცით იგი და გიხილავს იგი“. ერთი იგი სიტყუაჲ მომავალისა ჟამისაჲ იყო, ვითარმედ: „იცოდეთ იგი“, და მეორჱ მის ჟამისაჲ იყო, ვითარმედ: „გიხილავს იგი“, ესე იგი არს, ვითარმედ: „ჩემ მიერ“. ხოლო ხილვასა იტყჳს გონებისა გულისხმისყოფასა, რამეთუ ხილულთაჲ შესაძლებელ არს ხედვაჲ და ვერ ცნობაჲ, თუ ვინ არს, ხოლო მეცნიერთაჲ შეუძლებელ არს ცნობაჲ და არა ცნობაჲ. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „იხილეთ იგი“, ვითარცა ეჩუენა ანგელოზთა, და არა თუ ბუნებაჲ იგი და არსებაჲ ეჩუენა, გარნა თქუმულ არს, ვი-თარმედ ეჩუენა ძალისაებრ მათისა, და ესრეთ აჩუენებს, ვითარმედ რომელსა იგი უხილავს, მას მამაჲ უხილავს,4 ხოლო იხილეს იგი, არა თუ არსებითა და ბუნებითა მისითა ვითარ არს, არამედ შემოსილი ჴორცითა კაცობრივითა. ხოლო იცის სხუასა ადგილსა ხილვაჲ გულისხმის-ყოფისაჲ წოდებად, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“.5 ხოლო წმიდად არა სიძვისაგან ოდენ წმიდათა იტყჳს, არამედ რომელნი ყოველთავე ცოდვათაგან შორს იყვნენ, რამეთუ ყოველივე ცოდვაჲ შეაგინებს სულსა.

1 იოან. 6,44. 2 იოან. 12,32. 3 იოან. 14,6. 4 შდრ. იოან. 14,9. 5 მათ. 5,8.

სწავლაჲ ოგ მოწყალებისათჳს და არამიხუეჭისა

ვისწრაფოთ უკუე ჩუენცა ყოვლითა ძალითა ჩუენითა, რაჲთა აღვჰ-ჴოცოთ ბილწებაჲ ცოდვათაჲ სულისაგან ჩუენისა, რამეთუ განსწმედს პირველად ნათლის-ღებაჲ, ხოლო უკუანაჲსკნელ - სხუანი საქმენი, რამეთუ ღმერთმან კაცთმოყუარებითა თჳსითა მოგუცნა ჩუენ შემდგომად ნათლის-ღებისა მიზეზნი მრავალნი განწმედისანი, რომელთაგანი პირველი არს მოწყალებაჲ, რამეთუ „მოწყალებითა და სარწმუნოებითა განწმდებიან ცოდვანი“.1 ხოლო მოწყალებასა არა მას ვიტყჳ, რომელი ტაცებისა მიერ და მოხუეჭისა მონაგებთაგან იქმნებოდის, რამეთუ იგი არა მოწყალებაჲ არს, არამედ უკეთურებაჲ. რამეთუ რაჲ სარგებელ არს ერთისა განძარცუვაჲ და მეორისა შემოსაჲ? რამეთუ დაღაცათუ ყოველივე მოტაცებული გლახაკთა მივსცეთ, არარაჲ სარგებელ იყოს. და გამოაჩინებს ზაქე, რომელმან მოტაცებული ყოველივე ოთხკეცად უკუნსცა,2 ხოლო ჩუენ ფრიადსა ვიტაცებთ და მცირედსა მივსცემთ და ამით ვჰგონებთ ღმრთისა მომადლებასა, რომლისა მიერ უფროჲსად განრისხნების იგი.

რამეთუ მითხარღა, უკუეთუ ვირი გზასა ზედა მომკუდარი ჰპოვო და მოითრიო და შეიღო საკურთხეველად, არა ყოველნი შენ გეცინოდიანა? აწ უკუე მე გამხილებ, ვითარმედ მოტაცებულისაგან ქმნილი მოწყალებაჲ ამისა უსაძაგელეს არს, რამეთუ ყოველივე ცოდვაჲ სიმყრალჱ არს ბოროტი. და ისმინე წინაჲსწარმეტყუელისაჲ, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი“.3 ხოლო შენ სიტყჳთ ევედრები უფალსა დავიწყებად ცოდვათა შენთა და საქმით არა შეუნდობ მას დავიწყებად, არამედ მარადღე მოაჴსენებ, რამეთუ უკეთურებისა მონაგებსა საკურთხეველსა ზედა დასდებ და წმიდათა მისცემ. ანუ იტყჳა შენ, ვითარმედ: არა მოტაცებულსა მას მივსცემ, არამედ სხუასა, რომელი თჳთ ჩემი იყოო? და არა გულისხმა-ჰყოფა, ვითარმედ დაღაცათუ სიმრავლესა საფასეთასა მცირედი უშჯულოებით მოგებული შთავარდეს, მას ყოველსავე შეაბილწებს, ვითარცა სკორჱ მცირჱ აღამრღუევს წყაროსა წმიდასა და აღაყროლებს?

და ჩუენ ჴელთა ვიბანთ, მი-რაჲ-ვიდოდით ეკლესიად, ხოლო გულთა არა, და არა უწყით, ვითარმედ არა თუ ჴელნი რას იტყჳან, არამედ სული იქმს ვედრებათა ღმრთისა მიმართ; რამეთუ ესრეთ უნდოთა საქმეთა და მცირეთა ვისწრაფით ქმნად და დიდთა შეურაცხ-ვჰყოფთ, რამეთუ უკუეთუ ჴელითა უბანელითა ლოცვაჲ უწესოება არს, არა უფროჲსად

1 იგავ. 15,27. 2 შდრ. ლუკ. 19,8. 3 ფსალმ. 37,6.

შეგინებულითა სულითა ბოროტ არსა ლოცვაჲ? ამისთჳს ჰურიანიცა შექცეულ იყვნეს ბოროტთა საქმეთა და წყლითა დაბანასა ჴელთასა მოსწრაფე იყვნეს. ამისთჳს ეტყჳს მათ წერილი, ვითარმედ: „განიბანე უკე-თურებისაგან სული შენი. ვიდრემდის იყვნენ შენ თანა გულისსიტყუანი ბილწნი?“1

განვიბანოთ უკუე ნუ მწჳრითა, არამედ წყლითა მოწყალებისაჲთა და ნუ ანგაჰრებითა. პირველად განეყენე მოხუეჭასა და ტაცებასა და მერმე ქმენ მოწყალებაჲ. „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი“,2 დააყენენ ჴელნი მოხუეჭისაგან და ესრეთ წარჰმართენ იგინი მოწყალებად. უკუეთუ მითვე ჴელითა, რომლითა ვსძარცუვიდეთ, სხუათა და სხუათა შევჰმოსდეთ, საძაგელ არს ესე წინაშე უფლისა. რამეთუ კაენისთჳსცა უმჯობეს იყო, უკუეთუმცა არა შეეწირა, ხოლო უკუეთუ რომელმანიგი უდარჱსი შეწირა, განარისხა, რომელი სხჳსასა შესწირვიდეს, არა ფრიად განარისხოსა? რამეთუ გრქუას შენ, ვითარმედ: მე არა მოტაცებაჲ გასწავე, და შენ მოტაცებულისა მიერ პატივ-მცემა? „ჰგონებ სამე, უშჯულოო, ვითარმედ მეცა შენვე გემსგავსო? აწ გამხილნე და წარმოგიდგინნე წინაშე პირსა შენსა ცოდვანი შენნი“.3

გარნა ნუ იყოფინ სმენად ერთისაცა ჩუენგანისა ამის ჴმისაჲ, არამედ რაჲთა მოწყალებაჲ წმიდაჲ ვქმნეთ და საუკუნენი კეთილნი დავიმკჳდრნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 შდრ. იერ. 4,14. 2 ფსალმ. 36,27. 3 ფსალმ. 49,21.