მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 15:11

10. თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, დარჩებით ჩემს სიყვარულში; როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში.11. ეს გითხარით, რათა ჩემი სიხარული თქვენში დარჩეს და სრულ იყოს თქვენი სიხარული.12. ეს არის ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.
იოანეს სახარება თავი 15
11. ეს გითხარით, რათა ჩემი სიხარული თქვენში დარჩეს და სრულ იყოს თქვენი სიხარული.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს. ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (15,11-12).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველსავე კეთილსა მაშინ აქუს სასყიდელი, რაჟამს აღსასრულად მიიწიოს. უკუეთუ კულა განზოგებასა ოდენ საქმისასა გარდასწყდეს, დანთქმაჲ იქმნების მის საქმისაჲ. და ვითარცა ნავი აღვსებული მრავლითა სიმდიდრითა ვერ მიიწიის ნავთსაყუდელად, არამედ შორს რაჲ არნ, ზღუასა დაინთქის (არარაჲ ერგო ფრიადისა მისგან შრომისა და სლვისა მისგან გზათაჲსა, არამედ უფროჲსად განსაცდელი მოიწია მის ზედა, რაოდენცა უმეტესი შრომაჲ თავს-იდვა), ეგრეთვე სულნი, რომელნი უწინარეს აღსასრულისა დავარდენ შრომათაგან; ამაო იქმნა ღუაწლი მათი. ამისთჳსცა პავლე იტყოდა, ვითარმედ: „პატივი და დიდებაჲ მათა, რომელნი მოთმინებითა საქმეთა კეთილთაჲთა რბიოდიან“, რომელსაცა მოწაფეთათჳს იქმს აწ ქრისტე. რამეთუ ვინაჲთგან შეიწყნარნა იგინი, და იგინი იხარებდეს მის თანა, და მერმე მოიწია ჟამი ვნებისაჲ, და სიტყუანი იგი მწუხარებისანი ესმოდეს და ეგულებოდა სიხარულისა მათისა დაჴსნად, ამისთჳსცა ვინაჲთგან მრავალნი სიტყუანი მიუთხრნა მათ და ნუგეშინის-სცა, მერმე ჰრქუა მათ:

სააღდგომო ეპისტოლე 1995 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
საქართველოს მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ღვთივკურთხეულ ერთგულ შვილებს::

...ისტე აღდგა!

დაე მუდამ თან გდევდეთ აღდგომის სიხარული, დაე ღვთისაგანა იქნას შეწყნარებული ყველა თქვენი კეთილი ლოცვა და ვედრება. სევდის ნაცვლად სიხარულმა შემოაბიჯოს თქვენს გულებში, თქვენს ოჯახებში და დაივანოს იქ.

უფალი ბრძანებს: „გითხარით თქვენ, რათა ჩემი სიხარული თქვენში დარჩეს და სრულ იყოს თქვენი სიყვარული“ (), - ეს აღსრულდება, თუ ღვთის გზით ვივლით, მისი მცნებებით ვიცხოვრებთ.

უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

ჭეშბარიტად აღდგა ქრისტე!

აღდგომა ქრისტესი, 1995 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II „ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.

სრულად ნახვა