მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 15:21

20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ.21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს.22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის.
იოანეს სახარება თავი 15
21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს. ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (15,11-12).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველსავე კეთილსა მაშინ აქუს სასყიდელი, რაჟამს აღსასრულად მიიწიოს. უკუეთუ კულა განზოგებასა ოდენ საქმისასა გარდასწყდეს, დანთქმაჲ იქმნების მის საქმისაჲ. და ვითარცა ნავი აღვსებული მრავლითა სიმდიდრითა ვერ მიიწიის ნავთსაყუდელად, არამედ შორს რაჲ არნ, ზღუასა დაინთქის (არარაჲ ერგო ფრიადისა მისგან შრომისა და სლვისა მისგან გზათაჲსა, არამედ უფროჲსად განსაცდელი მოიწია მის ზედა, რაოდენცა უმეტესი შრომაჲ თავს-იდვა), ეგრეთვე სულნი, რომელნი უწინარეს აღსასრულისა დავარდენ შრომათაგან; ამაო იქმნა ღუაწლი მათი. ამისთჳსცა პავლე იტყოდა, ვითარმედ: „პატივი და დიდებაჲ მათა, რომელნი მოთმინებითა საქმეთა კეთილთაჲთა რბიოდიან“, რომელსაცა მოწაფეთათჳს იქმს აწ ქრისტე. რამეთუ ვინაჲთგან შეიწყნარნა იგინი, და იგინი იხარებდეს მის თანა, და მერმე მოიწია ჟამი ვნებისაჲ, და სიტყუანი იგი მწუხარებისანი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის