მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 15:26

25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ.26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, - ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის.27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ.
იოანეს სახარება თავი 15
26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, - ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
რომელი მამისა ჩემისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს. და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ“ (15,26-27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იგი სარწმუნო იყოსო, რამეთუ სული არს ჭეშმარიტებისაჲ. ამისთჳს უწოდა „სულად ჭეშმარიტებისა“, რამეთუ ყოველივე უწყის მან, ვინაჲთგან მამისაგან გამოვალს, ვითარცა-იგი თავისა თჳსისათჳს იტყოდა: „ვიცი, ვინაჲთგან მოვალ, ანუ ვიდრე ვალ“. ხოლო „რომელი მე მოგივლინო“, - აჰა ესერა არა მამაჲ ოდენ არს მომავლინებელ სულისა, არამედ ძჱცა, - და „თქუენცა მოწამე ხართ“, რამეთუ ჩემ თანა ყოფილ ხართ და გიხილავ მე, არა თუ სხუათაგან გასმიეს ჩემთჳს. ამისთჳს მოციქულნი უკუანაჲსკნელ იტყოდეს, ვითარმედ: „რომელნი-იგი ვჭამდით და ვსუემდით მის თანა“.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის