მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 15:5

4. დარჩით ჩემში და მე დავრჩები თქვენში. როგორც ლერწი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში.5. მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ.6. ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის.
იოანეს სახარება თავი 15
5. მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აღდეგით და წარვედით ამიერ. მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი და თქუენ - რტონი. მამაჲ ჩემი მოქმედი არს“ (14,31; 15,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: უსწავლელობაჲ დაჴსნილ და მოშიშ-ჰყოფს სულსა, ვითარცა-იგი სწავლაÁ საღმრთოთა საქმეთაჲ ახოვან-ჰყოფს და მაღალ. რამეთუ რაჟამს არა იყოს მოსწრაფჱ გონებაჲ, მაშინ იქმნების სული მოშიშ არა ბუნებით, არამედ ნებსით. რამეთუ რაჟამს ვიხილო კაცი, რომელი ოდესმე ახოვან იყო და აწ მოშიშ არს, არღარა ბუნებითად ვიტყჳ საქმესა მას, რამეთუ ბუნებითნი ყოველნი შეუცვალებელ არიან. და კუალად ოდეს ვიხილო, რომელნი აწ მოშიშ იყვნეს და შემდგომად მცირედისა კადნიერ იქმნნეს, მასვე გულისხმა-ვჰყოფ და ნებასა ზედა დავსდებ ყოველსავე, რამეთუ მოწაფენიცა ფრიად მოშიშ იყვნეს პირველ, ვიდრეღა არა ესწავა ყოველი, რაოდენი ჯერ-იყო სწავლად, არცა მოეღო მადლი სულისა წმიდისაჲ, ხოლო უკუანაჲსკნელ უგულოვნეს ლომთა იქმნეს. და პეტრე, რომელმან ქალისა ერთისა შერისხვაჲ ვერ თავს-იდვა, მეფეთა და მთავართა სძლო და ჯუარსცუმული და ტანჯული არავე დუმნა, არამედ ვი-თარმცა სიზმარი უჩნდა ყოველივე, გარნა უწინარჱს ჯუარს-ცუმისა არა ესრეთ იყო. ამისთჳს ქრისტე ეტყოდა:...

სრულად ნახვა
მოძღვრება რაჭის უეზდის სოფლის ზნაკვის ეკკლესიის კურთხევაზედ
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო! ვინაითგან დღეს, მადლითა და შეწევნითა ღვთისათა, ჩვენ ვაკურთხეთ ეს ეკკლესია, თქვენგან აღშენებული, მე მსურს გითხრა რაოდენიმე სიტყვა მისთვის, თუ რაი არს ეკკლესია, რა მნიშვნელობა აქვს ეკკლესიას, როგორ უნდა ისარგებლოს კაცმან ეკკლესიითა?

ჩვენ, ყოველნი, ძმანო, ვართ ქრისტიანენი; გარნა რისთვის უწოდებთ ჩვენს თავს ქრისტიანედ? მისთვის, რომელ ჩვენ გვწამს უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, გვრწამს, რომელ მხოლოდ მას ერთსა შეუძლიან განათლება და ცხოვნება. იგი არს ჩვენი მაცხოვარი, გარეშე მისა ვერავის ვერ შეუძლიან გამოხსნა ჩვენი ცოდვისა და სიკვდილისაგან; გარნა რა სახით, ანუ რომლითა საშვალობითა მოგვცემს იგი ჩვენ მადლსა, განათლებასა და ცხოვნებასა, ესე იგი, რა სახით შეიქმნება თითოეული ჩვენგანი მოზიარედ მისის მადლისა და ცხოვნებისა? ეს შეიძლება მხოლოდ ეკკლესიის საშუალობითა. ეკკლესია არის ის ადგილი, სადაცა შენ მიიღებ იმ სწავლასა, რომელიც მოგვცა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, იმ მადლს, რომელიც მან დაგვიტევა ჩვენ ჩვენდა საცხოვნებლად. უფალმან იესო ქრისტემან დააწესა ყოველსა ქვეყანასა ზედა წმიდა ეკკლესია, რომელი ყოველსა კაცსა...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2006 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...ოყენებით აღმოჩნდა ადამიანი ეშმაკის მონობაში. მიუხედავად ამისა, ღმერთმა თავისუფლების მადლი ცოდვით დაცემულ ადამიანსაც კი არ წაართვა და მას შემდეგ, რაც თავისი ჯვარცმით გამოიხსნა კაცობრივი ბუნება, ყოველ ჩვენგანს საშუალება მისცა პიროვნული არჩევანის გზით კვლავ მოეპოვებინა ცათა სასუფეველი.

„თვინიერ ჩემსა არარა ძალგიძთ“ (), - ბრძანებს უფალი და მართლაც, ჩვენ არ შეგვიძლია გადარჩენა ღვთის მადლისა და მოწყალების გარეშე, თუმცა ცხონების მოსაპოვებლად მხოლოდ ღვთის ნება საკმარისი არ არის, აუცილებელია ადამიანის თავისუფალი ნებაც.

მაცხოვარმა კაცობრიობას ახალი აღთქმა მისცა და მანამდე უცნობ საოცარ სიმაღლეებს აზიარა:

ეკლესიური სწავლებით, ქრისტეში ყველა ერთიანდება მიუხედავად ეთნიკური, რასობრივი, სოციალური თუ სქესობრივი განსხვავებისა. „ქრისტეში არ არის არც იუდეველი, არც ელინი, არც მონა, არც ბატონი, არც მამაკაცი და არც დედაკაცი“.

ქრისტიანობამ სხვა სიმაღლით წარმოაჩინა ადამიანის ღირსება და თითოეულ მათგანს უთხრა, რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია, რომ სწორედ მისთვის ეწამა მაცხოვარი და მას გაუხსნა გზა ცათა სასუფევლისკენ.

პავლე მოციქული პიროვნებისათვის ღვთისაგან მონიჭებულ სამ უმთავრეს ნიჭს გამოყოფს: რწმენას, იმედსა და სიყვარულს.

ამქვეყნიურ ცხოვრებაში რწმენა უმტკი...

სრულად ნახვა