📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აღდეგით და წარვედით ამიერ. მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი და თქუენ - რტონი. მამაჲ ჩემი მოქმედი არს“ (14,31; 15,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: უსწავლელობაჲ დაჴსნილ და მოშიშ-ჰყოფს სულსა, ვითარცა-იგი სწავლაÁ საღმრთოთა საქმეთაჲ ახოვან-ჰყოფს და მაღალ. რამეთუ რაჟამს არა იყოს მოსწრაფჱ გონებაჲ, მაშინ იქმნების სული მოშიშ არა ბუნებით, არამედ ნებსით. რამეთუ რაჟამს ვიხილო კაცი, რომელი ოდესმე ახოვან იყო და აწ მოშიშ არს, არღარა ბუნებითად ვიტყჳ საქმესა მას, რამეთუ ბუნებითნი ყოველნი შეუცვალებელ არიან. და კუალად ოდეს ვიხილო, რომელნი აწ მოშიშ იყვნეს და შემდგომად მცირედისა კადნიერ იქმნნეს, მასვე გულისხმა-ვჰყოფ და ნებასა ზედა დავსდებ ყოველსავე, რამეთუ მოწაფენიცა ფრიად მოშიშ იყვნეს პირველ, ვიდრეღა არა ესწავა ყოველი, რაოდენი ჯერ-იყო სწავლად, არცა მოეღო მადლი სულისა წმიდისაჲ, ხოლო უკუანაჲსკნელ უგულოვნეს ლომთა იქმნეს. და პეტრე, რომელმან ქალისა ერთისა შერისხვაჲ ვერ თავს-იდვა, მეფეთა და მთავართა სძლო და ჯუარსცუმული და ტანჯული არავე დუმნა, არამედ ვი-თარმცა სიზმარი უჩნდა ყოველივე, გარნა უწინარჱს ჯუარს-ცუმისა არა ესრეთ იყო. ამისთჳს ქრისტე ეტყოდა: „აღდეგით და წარვედით ამიერ“. რაჲსათჳს ეტყოდა ამას? ნუუკუე არა იცოდაა, თუ რომელსა ჟამსა მოვიდოდეს ჰურიანი, და ეშინოდა, ნუუკუე უცნაურად მოვიდენ და დაუხრწიონ კეთილი იგი სწავლაჲ? ნუ იყოფინ! ივლტოდე ამის გულისსიტყჳსაგან, რამეთუ შორს იყო ესე მისგან. და რაჲსათჳს უკუე იტყოდა: „აღდეგით და წარვედით“? რამეთუ იგი შემდგომად სწავლისა მის შევიდა მტილსა, რომელი-იგი იუდაჲსა საცნაურ იყო. და უკუეთუმცა მუნ მოსრულ იყვნეს, ვერმცა შეუძლოა თუალთა მათთა დაყოფად, რომელნი-იგი კითხვითა ოდენ დასცნა, ვითარცა მკუდარნი?1 არამედ სიტყუაჲ იგი მოწაფეთათჳს თქუა, რამეთუ ვინაჲთგან ადგილსა საშიშსა სხდეს და იყო ღამჱ, და თავადი იტყოდა, ვითარმედ: „მცირედღა, და არა თქუენ თანა ვიყო“,2 ამისი შიში იყო მათ ზედა, და ვერ ძალ-ედვა კეთილად სმენად სიტყუათა მათ. ამისთჳს წარიყვანნა იგინი უშიშსარე ადგილსა, რაჲთა არა მიმოიხედვიდენ და მოელოდიან ზედამოსლვასა, არამედ დაწყნარებულად ისმენდენ, რამეთუ ეგულებოდა დიდთა საიდუმლოთა თხრობად მათა. ამისთჳს ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აღდეგით და წარვედით ამიერ. მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი და თქუენ - რტონი“ (14,31; 15,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა-მე მოასწავებს ამის იგავისა მიერ? რამეთუ რომელი არა ისმენდეს თქუმულთა ამათ, მას ცხორებაჲ არა აქუს, და ვითარ მედ ყოფადნი იგი სასწაულნი მისითა ძალითა იყვნენ.
1 შდრ. იოან. 18,1-6. 2 შდრ. იოან. 14,19.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაჲ ჩემი მოქმედი არს“ (15,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე? და მოქმედებაჲ უჴმსა ძესა? ნუ იყოფინ! რამეთუ ესე იგავი არა ამას მოასწავებს. და იხილე, თუ რაზომითა გამოწულილვითა იწყებს იგავსა მას, რამეთუ არა იტყჳს, თუ: ძირნი მიიღებენ მოღუაწებასა მოქმედისასა, არამედ რტონიო; რამეთუ ძირისათჳს არა თქუმულ არს აქა, არამედ რაჲთა ცნან, ვითარმედ თჳნიერ მისისა ძალისა ვერარას შემძლებელ არიან ქმნად, და ვითარმედ ესრეთ უჴმს შეყოფაჲ სარწმუნოებასა მისსა, ვითარცა ვაზი ვენაჴისადა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველმან რტომან რომელმან არა გამოიღოს ჩემ თანა ნაყოფი, მოჰკუეთოს იგი მამამან“ (15,2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა საქმეთა იტყჳს, რაჲთა გამოაჩინოს, ვი-თარმედ თჳნიერ საქმეთა კეთილთა ვერ ძალ-უც მის თანა ყოფად.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ყოველმან რომელმან გამოიღოს ნაყოფი, განიწმიდოს იგი“ (15,2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ ფრიად იღუწის მას და ჴელსა აღუპყრობს, ხოლო არარაჲ თქუმულ არს ძირისათჳს, რომელსა-იგი უჴმს ყოველივე მოთხრაჲ და ზრუნვაჲ, არამედ რტოთათჳს ოდენ იტყჳს, რაჲ-თა უჩუენოს, ვითარმედ იგი თავადი კმა არს თავისა თჳსისა, ხოლო მათ უჴმს შეწევნაჲ ფრიადი, დაღაცათუ იყვნენ ფრიად სათნონი. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ ნაყოფისა გამომღებელსა განსწმედს, რამეთუ რომელი უნაყოფო იყოს, უნაყოფოებისა თჳსისათჳს ვენაჴსა მას შინა ყოფად ვერ შემძლებელ არს, ხოლო რომელმან ნაყოფი გამოიღოს, იგი უნაყოფიერეს-ყოს მან. ხოლო ესე სიტყუაჲ ჭირთა მათთჳსცა მაშინ მოწევნადთა მათ ზედა თქუმულ არს, რამეთუ „განწმიდოსო“, ესე იგი არს, ვითარმედ მოსხლას, რაჲთა ნაყოფიერ იქმნეს უმეტესად,1 და ამის მიერ უჩუენებს, ვითარმედ განსაცდელნი უძლიერეს-ჰყოფენ მათ. და მერმე, რაჲთა არა იტყოდიან, ვითარმედ: ვისთჳს იტყჳს ამათ სიტყუათა? ამისთჳს ჰრქუა მათ: „აწვე ეგერა წმიდა ხართ სიტყჳთა მით, რომელსა გეტყოდე თქუენ“ (15,3). ჰხედავა, ვითარ თავსა თჳსსა გამოაჩინებს მოღუაწედ რტოთა მათ? ვითარმედ მე წმიდა-გყვნეო; და ზემორე თქუა, ვითარმედ ამას მამაჲ იქმს, ხოლო აქა თავსა თჳსსა იტყჳს მოქმედად, რამეთუ არცა ერთი არს განყოფაჲ შორის მამისა და ძისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დაადგერით თქუენ ჩემ თანა“ (15,4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: მე წმიდა-გყვნე თქუენ, და აწ აჩუენეთ თქუენცა თქუენი მოსწრაფებაჲ. და მერმე, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა თუ მათი მსახურებაჲ ეჴმარების და მისთჳს ეტყჳს ამას, ამისთჳს შესძინა და თქუა: „ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ჴელ-
1 შდრ. იოან. 15,2.
ეწიფების ნაყოფისა გამოღებაჲ თავით თჳსით, უკუეთუ არა ეგოს ვენაჴსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკუეთუ არა დაადგრეთ ჩემ თანა“ (15,4). რამეთუ აქა შიშისაგან დაჴსნილთა სულთა მათთა განამტკიცებს და შეჰმშჭუალავს თავსა თჳსსა და სასოებასა კეთილსა მისცემს, რამე-თუ ძირი ჰგიეს, ხოლო მოკუეთაჲ გინა დადგრომაჲ რტოთა ნებასა ზედა არს. და ესრეთ ორკერძოვე გამოაჩინა კეთილი და აწ ჩუენ მიერ ეძიებს პირველ და იტყჳს: „რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა“ (15,5). ჰხედავა, ვითარ ძეცა, ვითარცა მამაჲ, ეგრეთვე იღუწიდა მოწაფეთა? რამეთუ მამაჲ განსწმედს, ხოლო ძჱ დაამტკიცებს მათ თავისა თჳსისა თანა, და დამტკიცებად ძირსა ზედა ჰყოფს გამოღებასა ნაყოფისასა, რამეთუ რომელი იყოს ძირსა ზედა და არა განწმედილ იყოს, მოიღებს იგი ნაყოფსა, დაღაცათუ არა ვითარცა ჯერ-არს, ხოლო რომელი ძირსა ზედა არა ეგოს, იგი ყოლადვე არა გამოიღებს ნაყოფსა; გარნა გამოჩნდა, ვი-თარმედ განწმედაჲცა ძისაჲ იყო, და ძირსა ზედა დადგრომაჲ - მამისაჲ, რომელმან ძირი იგი შვა. ჰხედავა, ვითარ მათი ყოველივე ერთ არს და ზიარ: განწმედაჲცა და ძირსა ზედა დადგრომაჲცა? დიდ არს დაჭირვებაჲ იგი, რაჟამს ვერ გამოიღებდეს ნაყოფსა. გარნა არცა ამას ზედა ოდენ კმა-ყო, არამედ უფროჲსიცა შიში მისცა მათ, არამედ ესეცა, ვითარმედ: „განვარდეს გარე და განჴმეს“ (15,6), რაჟამს არა აქუნდეს შეწევნაჲ იგი მოქმედისაჲ და შიშუელ იქმნას მადლისა მისგან და ოჴერ. და რაჲ არს აღსასრული? „და ცეცხლსა დაეგზნასო“ (15,6). არამედ რომელი მის თანა ეგოს, არა ესრეთ იყოს. გჳჩუენებს უკუე, თუ რაჲ არს მის თანა დადგრომაჲ, და იტყჳს: „უკუეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ“ (15,7). ჰხედავა, ვითარ საქმეთა კეთილთაჲ ჯერ-არს მოგებაჲ უფროჲს ყოვლისა? რამეთუ ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „რაჲცა ითხოვოთ, გიყო თქუენ“,1 მეყსეულად შესძინა, ვითარმედ: „უკუეთუ გიყუარდე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“.2 და აქაცა იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ, რაჲ გინდეს, ითხოვეთ, და გეყოს თქუენ“ (15,7). ხოლო ესე თქუა, რაჲთა უჩუენოს, ვი-თარმედ რომელნი ბოროტსა ზრახვენ მისთჳს, დაიწუნენ, და მათ ნაყოფი გამოიღონ. და მათი შიში წინააღმდგომთა ზედა დადვა და უჩუენა, ვი-თარმედ იგინი უძლეველ იყვნენ, და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამით იდიდოს მამაჲ ჩემი, რაჲთა თქუენ ნაყოფი მრავალი გამოიღოთ“ (15,8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამით სიტყჳთა სიტყუასა თჳსსა სარწმუნო-ჰყოფს, რამეთუ უკუეთუ ნაყოფიერებაჲ სადიდებელ არს მამისაჲ, არა სამე უდებყოს მან დიდებაჲ თჳსი.
1 იოან. 14,13. 2 იოან. 14,15.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იყვნეთ ჩემდა მოწაფე“ (15,8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ, რომელი ნაყოფსა გამოიღებდეს, მისი მოწაფჱ არს? ხოლო რაჲ არს ესე სიტყუაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ამას ზედა ადიდოს“? ესე იგი არს, ვითარმედ: უხარის, რაჟამს ჩემ თანა ეგნეთ და ნაყოფსა გამოიღებდეთ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა შემიყუარა მე მამამან, მეცა შეგიყუარენ თქუენ“ (15,9).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა კუალად კაცობრივ იტყჳს სიტყუასა, რომელი კაცთა შორის ფრიადისა სიყუარულისა სახე არს, რამეთუ რომელმან-იგი სიკუდილი თავს-იდვა, და რომელნი-ესე მონა და მტერ ვიყვენით და მბრძოლ, და მან ესეოდენსა პატივსა ღირს-მყვნა და ზეცად აღმიყვანნა, რაჲმცა იყო რიცხჳ მისისა სიყუარულისაჲ? ესრეთ უკუე ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან მიყუართ, ნუღარა გეშინინ. და ვინაჲთგან მამასა ჰნებავს, რაჲთა ნაყოფიერ იქმნნეთ, ნუ ჰზრუნავთ. ხოლო კუალად, რაჲთა არა უდებ იქმნენ სრულიად, ამისთჳს ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დაადგერით სიყუარულსა ზედა ჩემსა“ (15,9).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ამის საქმისა თქუენ ხართ უფალ, ხოლო ესე ჰქმნეთ, „უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ვითარცა მე მცნებანი მამისა ჩემისანი დავიმარხენ“ (15,10). კუალად კაცობრივ არს სიტყუაჲ ესე. და ვითარმცა იყო შჯულისმდებელი ყოველთაჲ შჯულსა ქუეშე? ჰხედავა, ვითარ ყოლადვე ვიტყჳ, აქაცა ეგრეთვე არს? რამეთუ უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა იტყჳს ესევითართა სიტყუათა, რამეთუ იჭჳსაებრ მათისა იტყოდა, და ყოვლით კერძო გამოაჩინებს, ვითარმედ იგინი უშიშ იყვნენ, და მტერნი მათნი წარწყმდენ, და ვითარმედ ყოველი, რაჲცა აქუს, ძისა მიერ აქუს, და არავინ სძლოს მათ. ხოლო იხილე, ვითარ ეტყჳს მათ. რამეთუ არა ჰრქუა, ვითარმედ: დაადგერით სიყუარულსა მამისასა, არამედ: „სიყუარულსა ჩემსაო“; და რაჲთა ვერ იტყოდიან, ვი-თარმედ: რაჟამს ყოველთა მბრძოლ მყვენ ჩუენ, აწ დაგჳტევებ და წარხუალ, უჩუენებს, ვითარმედ არა დაუტევებს მათ, არამედ უკუეთუ ენებოს, ესრეთ შეერთებულ არს მათა, ვითარცა ძირი რტოთადა. და კუალად, რაჲთა არა მიენდვნენ სიტყუასა ამას და უდბებად მოვიდენ, იტყჳს ამისთჳს, ვითარმედ არა შერყეულ იყოს კეთილი იგი, უკუეთუ იგინი არა უდებ იყვნენ. და მერმე, არა რაჲთა თავისა თჳსისა მიმართ ოდენ მოიყვანოს საქმჱ იგი და საცთურისა მომატყუებელ იქმნას, ამისთჳს ჰრქუა მათ, ვითარმედ: „ამით იდიდოს მამაჲ ჩემი“. რამეთუ ყოველსა ადგილსა თჳსსა და მამისა სიყუარულსა, რომელი აქუნდა მათა მიმართ, უჩუენებს მათ, რამეთუ არა თუ საქმენი იგი ჰურიათანი იყვნეს დიდება, არამედ იგინი, რომელნი მათ მოეცემოდეს. და რაჲთა არა იტყოდიან, ვითარმედ: დავრდომილ ვართ წესთა მათგან მამულთა, შიშუელ და ოჴერ ქმნულ ვართ
ყოვლისაგანვე, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ჩემდა მოჰხედენით, ვითარესე უყუარ მამასა, გარნა აჰა ესერა შევალ წინამდებარეთა ამათ ვნება-თა, და თქუენცა უკუე უწყოდეთ, ვითარმედ არა ამისთჳს დაგიტევებ აწ, რომელ არა მიყუართ. რამეთუ უკუეთუ მე მოვიკლვი და არა მაქუს ესე სახჱ მამისა არასიყუარულისაჲ, არცა თქუენდა ჯერ-არს მწუხარებაჲ. რამეთუ უკუეთუ დაადგრეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა, ვერცა ერთმან ბოროტთაგანმან შეუძლოს ვნებად თქუენდა სიყუარულისაგან ჩემისა.
სწავლაჲ ოვ სიყუარულისათჳს ქრისტესისა და ანგაჰრებისათჳს
ვინაჲთგან უკუე დიდ და უძლეველ არს სიყუარული და არა სიტყუაჲ ცუდი, არამედ საქმჱ მაღალი, ამისთჳს ვისწრაფოთ აღსრულებად მისა საქმით. მაშინ მტერ ვიყვენით და დამაგნა ჩუენ, ხოლო აწ, ვინაჲთგან მეგობარქმნულ ვართ, დავადგრეთ ჩუენ მეგობრებასა შინა. მან იწყო, ხოლო ჩუენ არა შეუდგეთა მას? არა თუ თჳსად სარგებელად უყუართ, რამეთუ არარაჲ ვისგან ეჴმარების, არამედ ჩუენისა ცხორებისათჳს, ხოლო ჩუენ თავთავე ჩუენთა სიყუარულისათჳს არა შევიყუაროთა იგი? ჩუენ მტერ ვიყვენით, და მან შემიყუარნა, ხოლო ჩუენ, რომელსა-იგი უყუართ, არა შევიყუაროთა, რომელნი-ესე აწ წინააღმდგომსა ვიქმთ? რამეთუ მარადღე ჩუენ მიერ ღმერთი იგმობვის მტაცებლობათა მათ მიერ და ანგაჰრებათა ჩუენთა. და ნუუკუე ვინმე თქუენგანმან მრქუას მე: აჰა ესერა მარადღე ანგაჰრებისათჳს გუეტყჳ ჩუენ, არამედ ნეტარ თუმცა არა მე ოდენმცა გეტყოდე, არამედ მეუღლენიცა და მეგობარნიცა და შვილნი და მონანი და მეზობელნი და კედელნი და ქვანი, უკუეთუმცა შესაძლებელ იყო, ღაღადებდეს ამის საქმისათჳს, რაჲთა მცირედ რაჲმემცა დასცხერით, რამეთუ ყოველი სოფელი დაიპყრა ამან სენმან და ყოველთავე სულნი დააბნელნა, და დიდ არს მძლავრებაჲ იგი მამონაჲსი. ეჰა საკჳრველი! ქრისტეს მიერ ვიჴსნენით და ოქროსა ვჰმსახურებთ, სხუასა მეუფებასა ვქადაგებთ და სხუასა ვჰმონებთ, და რაჲცა გჳბრძანოს, ყოველსავე მოსწრაფებით ვიქმთ და ვჰმორჩილობთ, და მეგობრებაჲ და ბუნებაჲ და შჯული ღმრთისაჲ და ყოველივე უგულებელს-ვყავთ. ამისთჳს არავინ აღიხილავს ზეცად და არავინ მოიჴსენებს საუკუნესა მას საშჯელსა. არამედ მოიწიოს ჟამი, რაჟამს არცა ამათ სიტყუათაგან იყოს სარგებელი, რამეთუ „ჯოჯოხეთს შინა ვინ-მე აღგიაროს შენ?“1 სასურველ არს ოქროჲ და საშუებელ, არამედ არა ესრეთ, ვითარ ზეცისა სასუფეველი, რამეთუ
1 ფსალმ. 6,6.
მდიდარი ამას სოფელსა მრავალთა მიერ საძულელ არს, ხოლო რომელი სათნოებასა იქმოდის, პატივ-სცემენ ყოველნი და უყუარს.
უკუეთუ კულა ვინ თქუას, ვითარმედ: გლახაკი ყოველთა მიერ საკიცხელ არს, დაღაცათუ სათნო იყოს, არამედ გულისხმა-ყავთ, ვი-თარმედ არა კაცთა მიერ, არამედ პირუტყუთა მიერ არს საკიცხელ, ხოლო კაცისა ბრძნისა - უფროჲსად საქებელ; და უკუეთუ ქუეყანისა მეფჱ გუაქებდეს ჩუენ, არღარავისგან ვეძიებთ სხჳსა ქებასა, ხოლო უკუეთუ ანგელოზთა მეუფჱ გაქებდეს შენ, ჵ კაცო, ბუზთა მიერ და მუმლთა ეძიება ქებასა? რამეთუ ამათსაცა უდარეს არიან კაცნი იგი, მოყუარენი წარმავალთა ამათ საქმეთანი.
ვიდრემდის ვიქცევით მწჳრესა ამას შინა? ვიდრემდის ვჰყოფთ თავთა ჩუენთა საქებელ კაცთა, ნაყროვნებითა და ამაოებითა სავსეთა? რამეთუ იგინი კაცთა ამაოთავე მეცნიერ არიან, ხოლო სათნოებისა მიმართ - უგულისხმო. ხოლო შენ, კაცო, რომელსა გნებავს სათნოებისა ქმნაჲ, კაცთა უმეცართა სათნოებისათა ეჩუენებია? ამისთჳს ვეროდეს წარემართები.
ამისთჳს გევედრები, უგულებელს-ვყვნეთ მრავალნი იგი და ამაონი საქმენი და ვეძიებდეთ ქებასა ღმრთისაგან; და ნუ ვეძიებთ საფასეთა ცუდთა და ნუცა ბოროტად შეგჳრაცხიეს სიგლახაკჱ, რამეთუ ყოვლისა სიბრძნისა და მოთმინებისა მასწავლელ გუექმნების. რამეთუ ლაზარეცა გლახაკებასა შინა იყო და გჳრგჳნი მიიღო ღმრთისაგან; და იაკობს პურითა ოდენ განძღომად სუროდა; და იოსებ უკუანაჲსკნელსა სიგლახაკესა შინა იყოფოდა და არა მონაჲ ოდენ იყო, არამედ პყრობილიცა, და ამისთჳს უკუე გჳკჳრს საქმჱ მისი. და არა ესრეთ ვაქებთ, რაჟამს-იგი განუყოფდა იფქლსა, ვითარ-იგი რაჟამს იყო საპყრობილესა შინა; არცა რაჟამს გჳრგჳნი ემოსა, არამედ რაჟამს - ჯაჭჳ; არცა რაჟამს საყდართა ზედა მჯდომარე იყო, არამედ რაჟამს განისყიდებოდა.
აწ უკუე ესე ყოველი გულისხმა-ვყოთ და დავითხზნათ გჳრგჳნი სათნოებათაჲ. ნუ სიმდიდრესა და შუებასა და პატივსა და ძლიერებასა ჴორციელსა ვეძიებთ, არამედ სიგლახაკესა და ჭირსა და მოთმინებასა სათნოებისასა, რამეთუ აღსასრული მათი სავსე არს შფოთითა და ამბოხებითა ფრიადითა, ხოლო აღსასრული სათნოებათაჲ არს ცაჲ და კეთილნი იგი ცათანი, „რომელი არცა თუალმან იხილა, არცა ყურსა ესმა, არცა გულსა კაცისასა მოუჴდა, რაჲ-იგი განუმზადა ღმერთმან მოყუარე-თა მისთა“,1 რომელსა ღირსმცა ვართ ჩუენ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 1 კორ. 2,9.