თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად აქა სიმართლისა თჳსისა სიტყუასა წარმოიღებს, რამეთუ უკუეთუ დასაბამითგანთა წმიდათა ვერ უძლეს ამის საქმისა ქმნაჲ, და მე ვქმენ და დავსაჯე მთავარი ამის სოფლისაჲ, ვი-თარ იტყჳან, თუ: „ცოდვილი არს“ და „არა ღმრთისაგან არს“? რამეთუ იტყჳან ჩემთჳს, თუ: „მაცთური არს, და ეშმაკი არს მის თანა“, ; (10,20) არამედ ამასცა ზედა მხილებაჲ აქუნდეს, რამეთუ უკუეთუმცა ესრეთ ვიყავ, ვი-თარმცა დავსაჯე მთავარი ამის სოფლისაჲ?
10. სიმართლისათვის, რადგანაც მამასთან მივდივარ და ვეღარ მიხილავთ.11. განკითხვისათვის, რადგანაც ამ ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია.12. კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჟამად ვეღარ იტვირთავთ.
იოანეს სახარება თავი 16