თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲ არს? უმეტეს შენსა არსა სული, რომელ აწ ვერ ვიტჳრთავთ, ხოლო ოდეს მოვიდეს, მაშინ ვიტჳრთოთ? ნუ იყოფინ! რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „თავით თჳსით არარას იტყოდის, არამედ რაოდენი ესმეს, მას იტყოდის და მომავალი გითხრას თქუენ. რამეთუ ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს“ (16,13,15). რამეთუ ვინაჲთგან ჰრქუა, ვითარმედ: „მან გასწავოს ყოველი და მოგაჴსენოს და ნუგეშინის-გცეს“, და ვითარმედ: „ჯერ-არს ჩემი წარსლვაჲ და მისი მოსლვაჲ“, და ვითარმედ: „აწ ვერ იტჳრთავთ, ხოლო მაშინ იტჳრთოთ, და გიძღოდის ჭეშმარიტებასა ყოველსა“, რაჲთა არა ამის ყოვლისაგან შეჰრაცხონ სული უმეტეს მისა და უშჯულოებად შთავარდენ, ამისთჳს ჰრქუა: „ჩემგან მიიღოსო“ (16,14), ესე იგი არს, ვითარმედ: რასა მე ვიტყჳ, მანცა იგივე თქუას. ხოლო თუ: „თავით თჳსით არას იტყოდის“, ესე იგი არს, ვითარმედ: არარას წინააღმდგომსა ჩემსა იტყოდის და უცხოსა ჩემთა სიტყუათაგან. ვითარცა-იგი თავისა თჳსისათჳს იტყოდა, ვითარმედ: „თავით თჳსით არა ვიტყჳ“,
იოანეს სახარება 16:13
12. კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჟამად ვეღარ იტვირთავთ.13. ხოლო როდესაც მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ; ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს, იმას იტყვის, და მომავალს გაუწყებთ თქვენ.14. ის განმადიდებს, რადგანაც ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ.
იოანეს სახარება თავი 16